ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები მოიცვა ფოტოსურათმა, სადაც გამოსახულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები, ე.წ „კატაფალკა“ და ტაქსი. იქვე არის წარწერა „აირჩიეთ, ვინ მიგიყვანთ სახლში“.

ამ სოციალური რეკლამის იდეა ეკუთვნის რეიკიავიკის მუნიციპალურ პოლიციას. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ნასვამი მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის პრევენცია. ასევე, საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქმნის ნასვამი მძღოლი საკუთარ თავსა და საზოგადოების სხვა წევრებს.

საყოველთაოდ აქტუალურ და სასარგებლო ინიციატივას მალე მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამოეხმაურნენ თანამოაზრეები. მსგავსი შინაარსის ფოტო გავრცელდა დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ჰოლანდიაში, რუსეთში, პოლონეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

არც საქართველო გახდა გამონაკლისი… ერთი კვირის წინ Taxify Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო „საჭესთან ფხიზლად! აირჩიეთ რითი იმგზავრებთ…“. სოციალური კამპანიის ქართული ანალოგი საერთაშორისო კომპანია Taxify-ს ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია “Georgian Alliance for Safe Roads“-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

 

123

ფოტო, რომელსაც Facebook-ზე დიდი გამოხმაურება მოყვა, ემსახურება მძღოლებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მოვუწოდებთ მათ არ მართონ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში, რადგან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზით 228 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც დაიღუპა 27 და დაშავდა 327 ადამიანი, ასევე, 1665 მძღოლი ნასვამობის გამო დაჯარიმდა. 2014 წელს, სიმთვრალის შედეგად  გამოწვეული 262 შემთხვევდან დაიღუპა 16 ადამიანი და დაშავდა – 394.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით, ახალგაზრდებში უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა. ამ უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვით არის გამოწვეული.

ასე, რომ… აირჩიეთ, რითი იმგზავრებთ… ნუ დაჯდებით საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში, ნუ დადებთ სასწორზე საკუთარ სიცოცხლეს და ნუ ხელყოფთ სხვა ადამიანის სიცოცხლის უფლებას!

პატრულის და სასწრაფო დახმარების მანქანით მგზავრობას, ან უკიდურეს შემთხვევაში „კატაფალკით“ გადაადგილებას, ჯობია ტაქსი გამოიძახოთ და იმგზავროთ მშვიდად და კომფორტულად… განსაკუთრებით მშვიდად და კომფორტულად კი, იმ შემთხვევაში იმგზავრებთ, თუ თქვენი ტაქსი Taxify-ია :)

გადმოწერეთ აპლიკაცია

For Android- http://bit.ly/1L3592i

For iOS – http://apple.co/1dMz29T

For Windows Phone – http://bit.ly/1GuNY6L

You’ll love Taxify, we promise

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , ,