23 აპრილს, თბილისს ახალგაზრდა ბიზნესმენი, „სკაიპ მაფიის“ წევრი და კომპანია ტაქსიფაის თანადამფუძნებელი მარტინ ვილიგი ესტუმრება.  ვილიგი სტარტაპ ბიზნესის სფეროში ერთერთი ცნობილი ფიგურაა, მისი კარიერა უკავშირდება დამწყები კომპანიების განვითარებას, ამიტომაც, დღეს უკვე, როგორც შემდგარი ბიზნესმენი, იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა ენთუზიასტებს დახვეწონ მათი ბიზნეს იდეები და შექმნან ინოვაციური პროდუქტები.

ესტონელი ბიზნესმენი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიური განვითარების პროექტებს. პროგრამული განვითარებისა და ვებ დიზაინის სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი თავის ცოდნას ამჯამად კომპანია Taxify-ს განვითარებას ახმარს. მარტინ ვილიგს საქართველოში სწორედ Taxify-ს ქართული წარმომადგენლობა მასპინძლობს.

ტაქსიფაი არის ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2013 წელს ესტონეთში დაარსდა. კომპანიის პროდუქტს წარმოადგენს ტაქსის გამოძახების აპლიკაცია მომხმარებლებისთვის და ადმინისტრატორისა და დისპეჩერის პანელი ტაქსის კომპანიებისთვის. ესტონეთის ინფორმაციული სისტემების ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუკეთესო მობილურ აპლიკაციად ტაქსიფაი დასახელდა. დაარსებიდან მოკლე დროში, ტაქსიფაი საერთაშრისო ბრენდად იქცა და ამჟამად წარმატებით ოპერირებს ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.

საქართველოში ტაქსიფაი ოფიციალურად 2014 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა და მალევე დაიმსახურა ქართველი მომხმარებლის მოწონება. იმავე წელს, საქართველოში, ბრიტანული კომპანა BOC-ის მიერ გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე, ტაქსიფაიმ გაიმარჯვა ნომინაციაში „ხალხის რჩეული პროდუქტი“.

მარტინ ვილიგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლობასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Alliance for Safe Roads-თან, ასევე, რამოდენიმენი წამყვან ქართულ კომპანიასთან. თბილისში ყოფნის დროს ვილიგი შეხვდება ქართველ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვოციური ტექნოლოგიებით და სტარტაპ ბიზნესის წამოწყებით. 24 აპრილს, იგი ჩაატარებს მასტერკლასს საქართველოს უნივერსიტეტში („Startup Nest“) და ილიაუნის ბიზნეს სკოლაში („ბიზნეს ინკუბატორი“). Estonian Startup Leaders Club-ის თანადამფუძნებელი და Garage48-ის დამაარსებელი მარტინ ვილიგი თავის ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდა ლიდერებს გაუზიარებს.

Martin Villig

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , , , , , ,