ტაქსიფაი თბილისი

 

საქართველოში ტაქსის ინდუსტრია, რომ სრულიად მოუწესრიგებელია და ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეების მოთხოვნებს, ამაზე არავინ დაობს. Dare.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „10 მიზეზი, რატომ არ უნდა იმგზავრო ტაქსით თბილისში„  კარგად აღწერს ტაქსის მომსახურების სფეროში დღესდღეობით არსებულ სავალალო მდგომარეობას.

მართლაც, საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს არანაირი სალიცენზიო სტანდარტი და შესაბამისი რეგულაცია, რომელიც ტაქსის ინდუსტრიას დახვეწავდა და განავითარებდა. ამ ყველაფრის ფონზე, საერთაშორისო კომპანია Taxify-ს ქართული წარმომადგენლობა, უკვე თითქმის ერთი წელია მუშაობს საქართველოში ტაქსის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ქართული რეალობისგან სრულიად განსხვავებულ, ევრუპული სტანდარტის ტაქსის სერვისს.

Taxify არის ყველაზე დახვეწილი და მარტივად გამოსაყენებელი ტაქსის გამოძახების აპლიკაცია, რომელიც შეიქმნა ესტონეთში 2013 წელს და ახლა უკვე მთელ მსოფლიოში აბედნიერებს ასი ათასობით მომხმარებელს თანამედროვე და კომფორტული სერვისით.

Dare.ge-ზე გამოქვეყვებული სტატიის საპასუხოდ გთავაზობთ 10 არგუმენტს, თუ რატომ უნდა იმგზავროთ Taxify-ით:

  1. მოუწესრიგებელი სალონი?არა! ტაქსიფაიში ავტომობილისა და მძღოლის შერჩევა ხდება Taxify-ში არსებული სტანდარტებით. შესაბამისად, მანქანის სალონი არის სუფთა და მოწესრიგებული. ყოველი მგზავრობის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა საშუალება შეაფასოს მომსახურების ხარისხი. დაბალი რეიტინგის მქონე მძღოლი/მანქანა ავტმატურად ეთიშება სისტემას.
  2. სიგარეტი?არა! ტაქსიფაიში არ ეწევიან…
  3. რაცია?არა! არანაირი ხმაური და შიშინი მანქანაში. ყველაფერი ხდება აპლიკაციის საშუალებით.
  4. მუსიკა/რადიო? – მძღოლი აუცილებლად გკითხავთ გსურთ თუ არა რადიოს მოსმენა, თუ მუსიკის ჰანგების გარეშე ამჯობინებთ მგზავრობას. არჩევანი თქვენზეა… თუ მაინც უკმაყოფილო დარჩებით მგზავრობით, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დატოვოთ თქვენი კომენტარი, რასაც აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება ტაქსიფაის ადმინისტრაციის მხრიდან.
  5. ხურდა?კი, ტაქსიფაის მძღოლს ხურდა ნამდვილად ექნება, მაგრამ რა საჭიროა ხურდა, როდესაც შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით?! :) დიახ, დიახ… შეიყვანეთ აპლიკაციაში თქვენი ბარათის მონაცემები და მგზავრობის საფასური ბარათიდან ჩამოგეჭრებათ.
  6. „მანდ ვერ წაგიყვან?“- Taxify ყველგან მიგიყვანთ! ჩვენი მძღოლები პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს.
  7. საწვავის დამატება? – არა…  Taxify-ს მძღოლმა იცის, რომ მანქანა ყოველთვის გამართული და საწვავით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
  8. არ იცის გზა? – ჰმ, ამ პრობლემას აპლიკაციაში ინტეგრირებული Google Maps და ნავიგაცია მარტივად მოაგვარებს.
  9. საუბრები პოლიტიკასა და ჭეშმარიტ ღმერთზე… – არამგონია, ჩვენმა მძღოლმა ზედმეტი კომუნიკაციით თავი მოგაბეზროთ. Taxify-ს მიზანია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი მგზავრობისას და მძღოლებს ამის თაობაზე სისტემატიურად უტარდებათ ტრენინგები. თუკი მაინც შეგაწუხდებით თქვენთვის უინტერესო პირადი ისტორიების მოსმენით და პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდით, დატოვეთ კომენტარი…
  10. უსაფრთხოება?რა თქმა უნდა! Taxify-ს უმთავრესი პრიორიტეტი არის მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოება. ჩვენი მძღოლები საფრთხეს არ შეუქმნიან თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობთ. უფრო მეტიც, Taxify უკვე შეუერთდა საერთაშორისო სოციალურ კამპანიას „Don’t Drink ‘n Drive – ფხიზლად საჭესთან“ და მოვუწოდებთ ყველას, არ მართონ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში.

ეს, მოკლედ, იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც გააჩნია Taxify-ს… უფრო ვრცლად კი… თავად მოსინჯეთ და დარწმუნდით :)

გადმოწერეთ აპლიკაცია:

For Android- http://bit.ly/1L3592i

For iOS – http://apple.co/1dMz29T

For Windows Phone – http://bit.ly/1GuNY6L

You’ll love Taxify, we promise

 

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , , ,