დრო ყველაზე ძვირფასი და შეზღუდული რესურსია, რომელსაც, ადამიანების უმრავლესობა არ უფრთხილდება და უდიერად „ხარჯავს“.

დაფიქრებულხართ, რამდენი საქმის მოსწრება არის შესაძლებელი დროის რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში?! რამდენი მნიშვლელოვანი საკითხის მოგვარება შეიძლება, შედარებით მარტივ საქმეებზე დროის დაზოგვით… განსაკუთრებით, სამსახურში!

ტაქსის გამოძახების პროცესი არის ერთერთი მარტივი საქმე, რომელზეც უამრავი თანამშრომელი და კომპანია საჭიროზე მეტ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ კომპანიის დირექტორი და გსურთ, რომ თქვენმა თანამშრომლებმა იმუშაონ სწრაფად და ხარისხიანად – არ დახარჯონ ზედმეტი დრო მარტივ საქმეებზე; ან წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიმღების თანამშრომელი, რომელსაც ტაქსის გამოძახების გარდა აქვს უამრავი, გაცილებით მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმე. დაფიქრებულხართ, რამდენ დროსა და ძალისხმევას ხარჯავთ სტუმრისთვის ტაქსის გამოძახებისას დისპეჩერებთან დარეკვით, ტაქსის ლოდინით და შეკვეთის არაერთხელ გადამოწმებით?!

არ დაფიქრებულხართ? – ტაქსიფაის გუნდმა კი უკვე იფიქრა ამაზე ☺ …და შექმნა კიდევ ერთი უნიკალური პროდუქტი „Taxify Button“.

ტაქსიფაი ღილაკი“ არის ტაქსის გამოძახების ყველაზე დახვეწილი და მარტივი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სასტუმროებისთვის, ბიზნეს ცენტრებისთვის, რესტორნებისთვის, ბარებისთვის, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრებისთვის და ყველა იმ დაწესებულებებისთვის, სადაც ფუნქციონირებს მიმღები.

შეუკვეთეთ ტაქსი თქვენი სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის სწრაფად და მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით. მიიღეთ ყველაზე საიმედო და ხარისხიანი სერვისი და დაიტოვეთ დრო უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

დააჭირეთ ტაქსიფაი ღილაკს, დაზოგეთ დრო და გაიმარტივეთ საქმე…

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , , , , , , , , ,