ნუ მოიტყუებთ თავს

 

ლბათ ხშირად გაიგონებთ, როგორ გამოხატავენ თქვენი ნაცნობები თუ მეგობრები უკმაყოფილებას ყველა იმ სფეროს მიმართ, რომელიც საქართველოში დახვეწილად და გამართულად არ მუშაობს. „გაუმართავი და დაუხვეწავი“ ინდუსტრიების გრძელ სიაში „საპატიო ადგილს“ იკავებთ ქართული ტაქსის ცნება.

გაქვთ მოთხოვნა და მოთხოვნილება მაღალი ხარისხის მომსახურებაზე? გამუდმებით ეძებთ ახალ კომპანიებს უკეთესი სერვისის მიღების მიზნით? გსურთ, ჩვენი მოძმე ევროპელების მსგავსად, თქვენც იმგზავროთ უსაფრთხოდ და კომფორტულად? ამ სურვილით შეპყრობილი, ალბათ ყველა სადარბაზოში, ლიფტში, ყოველ ხეზე და ბოძზე გამოკრულ ტაქსის რეკლამას ათვალიერებთ, იმ იმედით, რომ ამ „უსაშველო“ ინდუსტრიაში, სრულიად ახალი, ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული კომპანია გამოჩნდება, რომელიც თქვენ მოლოდინს გაამართლებს!

ქალაქი აჭრელებულია სარეკლამო აბრებით, რომელიც  ახლადგახსნილი ტაქსის კომპანიების შესახებ გვამცნობს, „დაგვირეკეთ!“ „ყველაზე დაბალი ტარიფები!“ „საუკეთესო ავტომობილები!“ „პროფესიონალი მძღოლები!“ და ა.შ. იმედით აღსავსე და უკეთესი სერვისის მოლოდინით, თქვენ რეკავთ სრულიად ახალ ტელეფონის ნომერზე და იძახებთ „ახალ“ ტაქსის. მალევე აღმოაჩენთ, რომ ეს ტაქსი სრულებითაც არ არის „ახალი“ –  მძღოლი ისევ აგვიანებს, სიგარეტს ეწევა და იგინება, არღვევს მოძრაობის წესებს; მანქანაც იგივეა, ისეთივე მოუწესრიგებელი და უსუფთაო, როგორიც „ძველ“ კომპანიაში იყო…  

ყველაფერი მეორდება, ატყობთ, რომ ზუსტად იმ ტაქსის კომპანიაში მოხვდით, რომელსაც გამოექეცით –  მხოლოდ ტელეფონის ნომრები იცვლება, „უხარისხობა“ კი იგივე რჩება!  ეს არის ტაქსი ქართულად! თქვენ კი არ გსურთ შეეგუოთ ამ სფეროს მანკიერებებს და კვლავ უკეთესის მოლოდინში ხართ… კვლავ ეძებთ… და ეძებთ…

მაშ ასე! მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და დრო ძვირფასია; ვინც არ ეგუება ხარისხის დაბალ სტანდარტებს და იცის, რომ საუკეთესოს იმსახურებს; ვინც ეძებს ქალაქში ყველაზე დახვეწილ ტაქსის სერვისს… თქვენ ის იპოვეთ – ზუსტად თქვენთვის შეიქმნა ტაქსიფაი! დაივიწყეთ ტელეფონის „ძველი“ და „ახალი“ ნომრები, იყავით თანამედროვე და გამოიძახეთ ტაქსი აპლიკაციით, მიიღეთ ის მომსახურება, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით.

აუცილებლად შეაფასეთ მძღოლი მგზავრობის დასრულების შემდგომ, ჩვენ ვკითხულობთ და ვითვალისწინებთ თვენს მიერ დატოვებულ კომენტარებს!

ასევე იხილეთ ჩვენი ვიდეო მიმოხილვა და გაიგეთ რას წერენ პრესაში ჩვენს შესახებ

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , , , ,