ტაქსიფაი მძღოლები taxify drivers

 

გაინტერესებთ რა პროფესიის და გამოცდილების ადამიანები გემსახურებიან ყოველ დღე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, დასვენების, თუ სამუშაო დღეებში? გიფიქრიათ, როგორია მძღოლების აზრი მომხმარებლებზე? ან რა განაპირობებს იმას, რომ ტიპური მძღოლისგან განსხვავებით,  Taxify-ში მომუშავეები თქვენთან სხვადასხვა პრობლემების შესახებ არ წუწუნებენ? მძღოლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ პასუხებს ქვემოთ გაეცნობით.

 

პირველი კითხვა სწორედ მათ პროფესიას ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან არიან პროფესიით ინჟინრები, მუსიკოსები, მხატვრები, ენერგეტიკოსები და სხვა მრავალი დარგის პროფესიონალები. თუმცა დღეს ისინი საკუთარ დროს ტაქსიფაის მგზავრების მომსახურებას უთმობენ. ზოგიერთი მათგანი უკვე წელიწადზე მეტია, რაც Taxify-ში მუშაობს, რაც საშუალებას აძლევს გამომუშავებული თანხა საკუთარი შვილების განათლებას და კეთილდღეობას მოახმაროს.

 

ერთი შეხედვითაც კი ადვილი შესამჩვევია Taxify-ს მძღოლების განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი სამუშაოს მიმართ. Taxify-სთან თანამშრომლობის ძირითად მოტივატორად ისინი მუშაობის პრინციპს ასახელებენ. თავისუფალი გრაფიკი, რაციის არარსებობა, უშუალო კონტაქტი მგზავრებთან, გამოძახების მიღების სამართლიანი სისტემა, მარტივი სერვისი, სერვისის საფასურის მრიცხველით დათვლა… მოკლედ რომ ვთქვათ, მუშაობის ადამიანური პირობები მათ თავს ღირებულ თანამშრომლად აგრძნობინებს. მეტიც, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრასთან ერთად, ისინი საკუთარ თავს დადებითი სიახლის ნაწილად აღიქვამენ!

 

ჩვენს კითხვაზე, დაეწერათ, რითი გამოირჩევიან Taxify-ს მგზავრები სხვა მგზავრებისგან, შემდეგი სურათი მივიღეთ:

Taxify Rider Feedback თბილისის ტაქსი სერვისი

 

ზრდილობით, მოწესრიგებულობით, თავაზიანობით, სამართლიანობით, გულუხვობით გამორჩეულ მომხმარებლებთან ურთიერთობა მძღოლებს უადვილებს ღამეების თევას, უზარმაზარ საცობებში მოთმინებით დგომას, უამინდობისას არსებულ დაძაბულობას და საერთოდ, მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მრავალი სიმძიმის გადატანაში ეხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Taxify-სთან ერთად უკეთესობისკენ შეიცვალა როგორც მგზავრების, ასევე მძროლების ყოველდღიური საქმიანობა.

 

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , ,