18 მარტიდან პრემიუმ კლასის მანქანები ეკონომ კლასს შეუერთდება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა და მუშაობა დაგვჭირდა, რათა არსებული პრემიუმ კლასის მძღოლები დაგვერწმუნებინა და ეკო კატეგორიაში გადმოგვეყვანა. ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ მგზავრებმა ყველაზე კომფორტული სერვისით ისარგებლონ და ეს სერვისი იყოს ხელმისაწვდომ ფასად.

Taxify premium category

 

რა ცვლილებები მოყვება კატეგორიების გაერთიანებას?

მომსახურების ფასი იქნება იგივე, რაც ეკონომ კარეგორიის მანქანებისთვის იყო. პრემიუმ კატეგორია გაუქმდება, თუმცა, პრემიუმ კლასის მანქანები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებელს აღარ მოუწევს კატეგორიის მონიშვნა – ამ ეტაპზე მხოლოდ ეკონომ კატეგორია გამოჩნდება აპლიკაციაში.

რა არ შეიცვლება:

Taxify ისევ არამწეველ კომპანიად რჩება (მძღოლები და მგზავრები ჩვენთან არ ეწევიან! :) მანქანები, როგორც ყოველთვის იქნება სუფთა, მოწესრიგებული და გამართული იქნება. და ბოლოს, Taxify-ში კვლავ აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ კეთილგანწყობილი და თავაზიანი მძღოლები 😉
Taxify-სთან ერთად წინ კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული მგზავრობები გელოდებათ მისაღებ ფასად!

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , , , , , ,