Taxify უკვე ბათუმში

ჩვენ ჭკვიანი ტელეფონების ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ ტელეფონების მეშვეობით უკვე ბევრი რამეა შესაძლებელი. ის რაც ბათუმს ყველაზე მეტად აკლდა არის აპლიკაციის მეშვეობით ტაქსის გამოძახება. 7 მაისს ესტონური Taxify იწყებს ოპერირებას ქალაქ ბათუმში.

Taxify მობილური აპლიკაციაა რომელიც მგზავრს აძლევს საშუალებას შეუკვეთოს ტაქსი ოპერატორთან დარეკვის გარეშე და თავიდან აიცილოს “პირატი” მძღოლები. Taxify მხოლოდ შემოწმებულ მძღოლებთან თანამშრომლობს ამიტომაც ხარისხი გარანტირებულია. ასევე ყოველი მგზავრობის დასრულების შემდგომ მგზავრს შეუძლია შეაფასოს მძღოლი ხუთ ვარსკვლავიანი სისტემით და ასევე დატოვოს კომეტარი რაც ჩვენ სერვისის გაუმჯობებსებაში გვეხმარება.

იმისათვის, რომ ბათუმის მაცხოვრებლებმა განიცადონ ხარისხიანი სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები 7 მაისს ბათუმში ყველა მგზავრობა იქნება უფასო.

ტაქსის კომპანიებს Taxify სთავაზობს თანამედროვე სადისპეჩერო პროგრამას და მობილურ აპლიკაციას რათა კომპანიებმა შეძლონ სერვისის გაუმჯობესება და მოემსახურონ მეტ მგზავრს. კომპანია Taxify-ს უკვე ყავს 20 000-ზე მეტი მძღოლი ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში და თბილისის შემდეგ ბათუმის ჯერიც დადგა. ჩვენ გვჯერა ჩვენთან ერთად შევცვლით ტაქსის კულტურას საქართველოში.

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , ,