იცოდით რომ, ჯაკარტაში მოქმედებს წესი რომ, ქალაქის ცენტრში ხშირი მოძრაობის დროს ერთ მანქანაში სამ ადამიანზე ნაკლები მგზავრი კანონით დასჯადი საქციელია? სწორედ ამიტომ, შეგიძლია დაიქირავო დედა-შვილი, რომელიც დაგეხმარება კანონს დაემორჩილო. რასაკვირველია, ეს საეჭვო სერვისია, მაგრამ ეხმარება დედებს ცოტა ფულის გამომუშავებაში და უმგზავრო მძღოლებს ქალაქში მოძრაობაში.

 

photo credit to newscafe.ge

photo credit to newscafe.ge

 

იცოდით რომ თბილისში საშუალოდ ყოველ მეორე მანქანაში მგზავრის ადგილი თავისუფალია? რასაკვირველია, ჯაკარტული წესის დაგეგმვას არ გთავაზობთ და არც დედა-შვილის დასაქმების პროგრამას, მაგრამ გთავაზობთ ალტერნატივას, რომელიც კარგია გარემოსთვის, საგზაო მოძრაობისთვის და საშუალებას გაძლევთ გამოიმუშაოთ თვიურად 1000 ლარზე მეტი.

საქართველოში, უახლესი მონაცემებით, ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა,[1] რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის. ეს მატება მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რო 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილთა 40% თბილისშია თავმოყრილი, რაც იწვევს პარკირების, ეკოლოგიული და ჯანმრთელობის პრობლემების ტრიადას. ქალაქში მგზავრობა ყველასთვის აუცილებელია, მაგრამ უნდა იყოს მოძრაობის უფრო ოპტიმალური მეთოდი, რომელიც ეცდება ტრიადული პრობლემების გადაჭრას და დაუპირისპირდება მანქანების ზრდის ტემპს ჩვენს ქვეყანაში.

Taxify ინოვატორული კომპანიაა, რომელიც თანა-მოხმარებაზეა დაფუძნებული და რესურსების ოპტიმიზაციის პირობას იძლევა. Taxify აკავშირებს Taxify-ს პარტნიორებს და Taxify-ს მომხმარებლებს, ამცირებს გარემოს დაბინძურებას და ზრდის ჯამურ სარგებელს. Taxify-თ მგზავრებს შეუძლიათ იმგზავროთ სუფთა, უსაფრთო ავტომობილით და გაიჩინონ სასიამოვნო მოსაუბრე. Taxify-ს პარტნიორებს შეუძლიათ ოპტიმალურად გამოიყენონ აქტივი – მანქანა – და შესაძლებობა – მანქანის მართვის უნარი, რომ გამოიმუშაონ დამატებითი ღირებულება საკუთარი პირადი და შეძენილი რესურსებით. სწორედ ამას ქვია ოცდამეერთე საუკუნის რესურსების ოპტიმიზაცია და  Taxify პარტნიორები კი პირველ რიგში ოპტიმიზატორები არიან!

ხარ ენერგიული ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფლება და საკუთარი თავის უფროსობა მნიშვნელოვანი ღირებულებებია? გყავს სუფთა და უსაფრთხო ავტომობილი და გაქვს მისი შესანიშნავი მართვის უნარი?  გახდი Taxify-ს პარტნიორი და გამოიყენე შენი რესურსები როდესაც გინდა და რამდენიც გინდა, დაიწყე და დაასრულე სამუშაო დღე ლექციების, ფეხბურთის ან ნახევარდღიანი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, იყავი საკუთარი თავის უფროსი, შეუთავსო სასიამოვნო სასარგებლოს და მიიღე დამატებითი შემოსავალი.

იხილეთ ჩვენი გვერდი partners.taxify.eu დამათებითი ინფორმაციისთვის ან მოგვაკითხეთ ოფისში გრიგოლ რობაქიძის გამზ 18. გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და პარტნიორობით შევქმნათ თბილისის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა!

ყველა შეტყობინების ნახვა

Tags: , , , , , , , , , , ,