წესები და პირობები

მოხმარების წესები და პირობები

Taxify არის ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაცია. მისი მეშვეობით ხდება მგზავრის დაკავშირება ტაქსის სერვისის პროვაიდერებთან, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან Taxify სისტემაში. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია Taxify OÜ (საიდენტიფიკაციო კოდი 12417834) დაარსდა ესტონეთის რესპუბლიკაში და არის Taxify აპლიკაციის უფლებებისა და სერვისის მფლობელი.

1. Taxify აპლიკაციის გამოყენება

  1. Taxify აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა აპლიკაციის ინსტალაცია და მომხმარებლის ანგარიშის/ექაუნთის შექმნა. Taxify აპლიკაციის ინსტალაციისას, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი დაკავშირებულია შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან/ექაუნთთან და ასევე, დამატებულია მონაცემთა ბაზაში.

  2. Taxify აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელი ირჩევს ტაქსის სერვისის საფასურის გადახდას ნაღდი ანგარიშწორებით, ტაქსიფაი საკრედიტო ბარათით ან მობილური გადარიცხვით/გადახდით.

  3. ნებისმიერი სახის საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე georgia@taxify.eu ასევე შესაძლებელია დაკავშირება ჩვენს მხარდამჭერ ნომერზე +995322422714 (ხელმისაწვდომია სამუშაო დღეებში 11.00-დან 19.00 სთ-მდე).

2. Taxify საკრედიტო ბარათისა და მობილური გადარიცხვის პირობები (ხელმისაწვდომია მხოლოდ განსაზღვრულ ქვეყნებში, გთხოვთ, იხელმძღვანელეთ თქვენი ადგილობრივი აპლიკაციის ინსტრუქციით).

  1. Taxify აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოითხოვს წინამდებარე აქტივაციას აპლიკაციის ფარგლებში და Taxify მოხმარების წესებსა და პირობებთან თანხმობას.

  2. მობილური გადარიცხვა/გადახდა შესაძლოა განახორციელოს Taxify აპლიკაციის მომხმარებელმა, რომელიც დაეთანხმა მობილური გადარიცხვის/გადახდის შეთანხმებას.

  3. საკრედიტო ბარათით და მობილური გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის Taxify OÜ, რომელიც გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას ტაქსის სერვისის მიმწოდებელთან.

  4. საკრედიტო ბარათითა და მობილური გადახდის განხორციელებისას სერვისის საფასური ემატება თითოეული შეკვეთის შემდეგ. სერვივის დასახელებული საფასური მოიცავს საკომისიო გადასახადს, ვიზა/მასტერქარდის სერვისის საფასურს. სერვისის საფასურის ოდენობა ჩანს მობილურ აპლიკაციაში. იმ შემთხვევაში, როცა მობილური გადახდისას შუალედურად დგება გადახდის სერვისით სარგებლობის საფასური, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გადახდილი ტაქსის მომხმარებლების მიერ განცალკევებით, ეს საფასური არ შედის Taxify საკრედიტო ბარათისა და მობილური გადახდის საფასურში.

  5. შეუამავლობა საკრედიტო ბარათით გადახდასთან დაკავშირებით Taxify აპლიკაციის ფარგლებში წარმოებულია ADYEN BV გავლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით https://www.adyen.com/home/support/manuals. მოხმარების წესები და პირობები.

  6. Taxify პასუხისმგებელი უნდა იყოს საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ბარათის მფლობელებს შესთავაზოს მხარდაჭერა პრობლემების გადაჭრაში. საკრედიტო ბარათებითა და მობილურ გადახდებთან დაკავშირებულ დავებზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მოხდეს Taxify-ს გავლით. საკრედიტო ბარათითა და მობილური გადახდის Taxify მხარდამჭერი ჯგუფის საკონტაქტო მონაცემებია: georgia@taxify.eu ტელ:+995 322 422714 – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსულ განაცხადზე პასუხის მიღება ხდება ერთ სამუშაო დღეში. ტაქსიფაიმ უნდა გადაჭრას საკრედიტო ბარათებთან და მობილურ გადახდასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

  7. საკრედიტო ბარათითა და მობილური გადახდის შეთავაზებისას Taxify მოქმედებს როგორც ტაქსის სერვისის პროვაიდერების ფინანსური აგენტი, Taxify აპლიკაციის შიგნით გადახდების შუალედურ რგოლად ყოფნით. ტაქსის მომხმარებლის ვალდებულება ტაქსის სერვისის პროვაიდერის მიმართ უნდა იქნას მიჩნეული დასრულებულად იმ დროიდან როცა ანგარიშსწორების შეკვეთა მოხდება ტაქსიფაის ბანკის ანგარიშზე. Taxify არ არის პასუხისმგებელი ტაქსის მომხმარებლის გადახდის ბრძანებაზე.

3. ტაქსის გამოძახება და გამოძახების გაუქმება

  1. თუ Taxify აპლიკაციის მომხმარებელი უკვეთავს ტაქსის და ტაქსის მძღოლი უდასტურებს მიღებას, მაშინ ეს მიიჩნეულია, როგორც წინასწარი შეკვეთა.

  2. შეკვეთილი ტაქსის სერვისით სარგებლობის გაუქმებად მიიჩნევა ისეთ სიტუაცია, როცა ტაქსის მძღოლი ადასტურებს შეკვეთის მიღებას, ხოლო Taxify აპლიკაციის მომხმარებელი, მიღებული დასტურის მიუხედავად, უარს ამბობს ტაქსის სერვისის გამოყენებაზე.

  3. შეკვეთის გაუქმებად ასევე ითვლება ისეთი სიტუაცია, როცა Taxify აპლიკაციის მომხმარებელი ან ის ადამიანები, რომლებისთვისაც შეუკვეთეს ტაქსი, არ გამოჩნდენ ტაქსის მანქანასთან ტაქსის მძღოლის მიერ დანიშნულების ადგილზე მისვლის შეტყობინების მიღებიდან 5 წუთის განმავლობაში.

  4. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში Taxify აპლიკაციის მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს 4 ლარი, როგორც საჯარიმო გადასახადი. იმ შემთხვევაში როდესაც ტაქსიფაის მომხმარებელი შეკვეთის დადასტურებიდან 5 წუთის განმავლობაში აუქმებს შეკვეთას, ის არ იხდის საჯარიმო გადასახადს.

  5. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მომხმარებელს გავუუქმოთ აპლიკაციის გამოყენების უფლება, თუ მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში გაუქმებული აქვს 3 დადასტურებული შეკვეთა. აპლიკაცია ატყობინებს მომხმარებელს გაუქმებული შეკვეთების რაოდენობას და როდესაც ეს რაოდენობა სამს მიაღწევს, Taxify მომხმარებელს უუქმებს მოხმარების უფლებას. მომხმარებლისთვის Taxify აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ხელახლა გააქტიუროს საკუთარი ანგარიში ადგილობრივ ჯგუფთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაკავშირების საფუძველზე.

4. ტაქსიფაის აპლიკაციის გამოყენება.

  1. Taxify არის მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს მოითხოვონ ტაქსის სერვისი შესაბამისი პროვაიდერისგან მათი გეოგრაფიული მდებარეობის გაზიარების საფუძველზე.

  2. Taxify აპლიკაციის გამოყენება დაფუძნებულია არაექსკლუზიურ ლიცენზიაზე Taxify OÜ-სგან. ლიცენზიის შეთანხმება არის ვალიდური შეუზღუდავი/ულიმიტო ვადით და მისი შეცვლა უფასოა ტაქსის მომხმარებლისთვის. ნებისმიერი პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, ჩვენ ვეცდებით მათ გამოსწორებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური ხარვეზების გამო და ჩვენ ყოველთვის ვერ უზრუნველვყოფთ აპლიკაციის უშეცდომოდ ფუნქციონირებას. ჩვენ ასევე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეული იქნება Taxify აპლიკაციის ფუნქციონირების დარღვევით, ან მისი არასასურველი მანერით ფუნქციონირებით. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსის მომხმარებლის უფლება – ისარგებლოს სერვისით შეზღუდულია, საპასუხო არაექსკლუზიური ლიცენზია შესაძლოა ანულირებული იქნეს.

  3. ვინაიდან Taxify აპლიკაცია გულისხმობს ტაქსის მომხმარებელისა და ტაქსის სერვისის პროვაიდერის კომუნიკაციას, Taxify-ს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სერვისის ხარისხზე ან მის დეფექტებზე. ამგვარად, ჩვენ არ შეგვიძლია გარანტირებული, მუდმივად ზუსტი და უშეცდომო ტაქსის სერვისის უზრუნველყოფა. უკმაყოფილებების მოსაგვარებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდამჯერ გუნდს (იხილეთ პუნქტი 1.3).

  4. Taxify აპლიკაცია არ გულისხმობს ტაქსის მომხმარებელსა და ტაქსის ტრანსპორტს შორის ბროკერობას/შუამავლობას. Taxify აპლიკაცია არ ნიშნავს სატრანსპორტო სერვისით მომარაგების ორგანიზებას. ის ასევე არ არის სააგენტოს სერვისი, რომელიც აწარმოებს მომხმარელის მოძიებას ტაქსის სერვისის პროვაიდერებისთვის.

  5. მომხმარებლის უფლება აზღაურების უკან დაბრუნების შესახებ არ ვრცელდება Taxify აპლიკაციის შეკვეთებზე.

5. Taxify-ს მეშვეობით ანგარიშის შექმნით, ტაქსის მომხმარებელი ეთანხმება შემდეგ პირობებს

  1. Taxify-ს აქვს უფლება აპლიკაციის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაამატოს Taxify მონაცემთა ბაზაში და გაუგზავნოს პირადი მონაცემები ტაქსის სერვისის პროვაიდერს, Taxify ანონიმურობის პოლიტიკის მიხედვით (http://taxify.eu/et/privacy/).

  2. Taxify იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს შესწორებები მოხმარების წესებსა და პირობებში, ასევე ანონიმურობის პოლიტიკაში. ამასთანავე, იტოვებს უფლებას გადასცეს მონაცემთა ბაზა მესამე მხარეს. ჩვენ შევატყობინებთ მომხმარებლებს ცვლილებების შეტანის შესახებ მოხმარების წესებსა და პირობებში და ანონიმურობის პოლიტიკაში.

  3. Taxify უფლებამოსილია, რომ გადაგზავნოს მონაცემთა ბაზა მესამე მხარესთან აპლიკაციის მომხმარებლისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. იმ შემთხვევაში, როცა ხდება ბიზნესის ან მონაცემთა ბაზის გადაცემა მესამე მხარისთვის, უფლებები და პირობები, რომლებიც მოცემულია სალიცენზიო შეთანხმებაში, ასევე უნდა იქნას გადატანილი/გადაცემული.

  4. Taxify უფლებამოსილია გაგზავნოს პერსონალური მონაცემები და საბანკო მონაცემები საკრედიტო ბატათით ან მობილური გადახდის შუამავლებთან.

6. Taxify აპლიკაციის გამოყენების კარგი პრაქტიკა

  1. ვინაიდან Taxify არ არის პროვაიდერი, ან ტაქსის სერვისის ბროკერი, ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ტაქსის სერვისის ხარისხზე. ნებისმიერი სადავო საკითხი ტაქსის სერვისის დეფექტებთან ან ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს ტაქსის სერვისის პროვაიდერის ან სხვა რელევანტური სამეთვალყურეო ორგანოს წესებისა და რეგულაციების მიხედვით.

  2. Taxify მიისწრაფის, ხელი შეუწყოს ტაქსის სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიზეზის გამო, ჩვენ ვითხოვთ უკუკავშირის ფორმის შევსებას Taxify აპლიკაციაში. ეს საშუალებას გვაძლევს ტაქსის სერვისის პროვაიდერებს მივაწოდოთ შეთავაზებები მათი სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

  3. ჩვენ Taxify აპლიკაციის მომხმარებლისგან მოველით რომ ბოროტად არ გამოიყენებენ აპლიკაციას და თავაზიანები იქნებიან ტაქსის მძღოლების მიმართ, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ სერვისს Taxify-ს მეშვეობით.

  4. Taxify ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ მხოლოდ იმ მძღოლებმა გამოიყენონ ტაქსიფაი აპლიკაცია, რომლებიც თავაზიანი არიან მომხმარებლისა და საკუთარი პროფესიის მიმართ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ Taxify აპლიკაციის მეშვეობით გაერთიანებული ტაქსის სერვისის თითოეული პროვაიდერის მიერ ზემოთ მოცემული კრიტერიუმის დაკმაყოფილება ნებისმიერ დროს. თუ თქვენ შენიშნავთ ხარვეზებს ტაქსის პროვაიდერის მხრიდან, გთხოვთ, შეატყობინოთ სერვისზე პასუხისმგებელ კომპანიას, ზედამხედველ ორგანოს ან ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს (იხილეთ პუნქტი 1.3).