კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების დამუშავება

Taxify app-ის მომხმარებლები თანახმა არიან დამუშავდეს პერსონალური მონაცემები Taxify app-ის ინსტალაციის დროს.

თქვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და მუშავდება კომპანია Taxify OÜ-ის მიერ. Taxify OÜ მხოლოდ აგროვებს და ამუშავებს ინსტალაციის და Taxify app -ის გამოყენების პროცესში მომხმარებლების მიერ წარდგენილ პერსონალურ მონაცემებს . მომხმარებლის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ მონაცემების წარმოდგენა Taxify app -ის გამოყენების წინაპირობაა.

1. რა ტიპის პერსპონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ

  • Taxify app-ის მომხმარებლის სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, გამოხმაურების რეიტინგები და გადახდის შესახებ ინფორმაცია;
  • მომხმარებლის გეოგრაფიული მდებარეობა, მომსახურების გაწევის დრო და დანიშნულების ადგილი;
  • იმ მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელზეც Taxify app დაინსტალირდა;
  • taxify.eu ვებგვერდის კუკი-ფაილი ინახავს ვებგვერდის მომხმარებლის ტელეფონის ნომერს და გეოგრაფიული მდებარეობის მონაცემებს.

2. პერსონალური მონაცემების მოგროვების მიზანი და დამუშავების პერიოდი

  • ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება მომხმარებელსა და მძღოლს შორის; * გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ მონაცემებსა და ტელეფონის ნომერს ჩვენ ვუგზავნით მძღოლს იმის განსაზღვრისთვის ხომ არ იმყოფება მომხმარებელი ახლომახლო;
  • ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები საიმისოდ; რომ მოვაგვაროთ მძროლის მომსახურების ხარისხის საკითხები;
  • ჩვენ ვიყენებთ საკონტაქტო ინფორმაციას საიმისოდ, რომ გაცნობოთ Taxify app -ის სიახლეების შესახებ;
  • ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Taxify app-ის მომხმარებლების მარშრუტების შესახებ გეოგრაფიული მოცვის არეალის გასაანალიზებლად და საიმისოდ, რომ მძროლებს მივცეთ რეკომენდაციები;
  • Taxify app -ის საშუალებით მოგროვილი პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული პიროვნებების ან მათი მდებარეობის ადგილების იდენტიფიკაციისთვის, და არც ბიჰევიორული მარკეტინგის მიზნით.
  • ჩვენ შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა თქვენი ანგარიში აქტივირებულია.

3. პერსონალური მონაცემების მოგროვების მეთოდი

  • ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Taxify app-ის მომხმარებლების სახელის, ტელეფონის ნომრის და ელ-ფოსტის მისამართების შესახებ ინტალაციის პროცესში;
  • ჩვენ ვაგროვებთ გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ მონაცემებს მხოლოდ მაშინ, თუ Taxify app გააქტიურებულია;
  • გეოგრაფიული მდებარეობის მონაცემების მოგროვება წყდება მას შემდეგ, რაც Taxify app დაიხურება მომხმარებლის მოწყობილობაზე.

4. პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე მხარეებისთვის

  • მომხმარებელების პერსონალური მონაცემები გაუმჟღვანდება მხოლოდ იმ მძღოლებს, რომლებმაც გააქტიურეს Taxify app; ასეთ შემთხვევაში ისინი ნახავენ მომხმარებლის სახელს, ტელეფონის ნომერს და გეოგრაფიულ მდებარეობას;
  • მომსახურების გაწევის შემდეგ მომხმარებლის სახელი თვალსაჩინო დარჩება მძღოლისთვის 24 საათის განმავლობაში. ეს აუცილებელია მძღოლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად., მაგ. კლიენტთან დაკავშირება თუ მას მანქანაში დარჩა რამე;
  • მომსახურების ხარისხის შესახებ გამოხმაურება ანონიმურია და მძღოლები არ იღებენ ინფორმაციას ასეთი გამოხმაურების მომწოდებელი მომხმარებლების სახელისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
  • მომხმარებლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს შესაბამის ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ Taxify app-ის მომსახურებებს. Taxify-ის ადგილობრივი მომსახურების პროვაიდერების მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერი მოგროვება და დამუშავება უნდა მოხდეს იმავე პირობებით, რომელიც მითითებულია კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკაში. Taxify-ის მომსახურების პროვაიდერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://taxify.eu/cities/

5. მონაცამების უსაფრთხოება და წაშლა

  • Taxify-ს მომსახურების გაწევის პერიოდში მოგროვილი ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე მონაცემთა ცენტრებში. მხოლოდ Taxify OÜ-ის უფლებამოსილ თანამშრომლებს და ადგილობრივ მომსახურების პროვაიდერებს აქვთ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ მონაცემებით, მხოლოდ Taxify app-ის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით (მათ შორის მძღოლებთან დავების დროს);
  • თუ გსურთ წაშალოთ ჩვენ მიერ მოგროვილი პერსონალური მონაცემები, ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენი კლიენტისთვის წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე info@taxify.eu -ის საშუალებით. მოთხოვნის მიღების შემდეგ ჩვენ წავშლით ანგარიშს და ამ ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, თუ არ არის დარჩენილი რაიმე გადაუხდელი თანხა. წაშლის შემდეგ პერსონალური მონაცემები გახდება ანონიმური და გამოყენებული იქნება მხოლოდ ანალიტიკური მიზნებისთვის;
  • აღსანიშნავია, რომ Taxify app-ის დეინსტალაცია თქვენს მოწყობილობაზე არ იწვევს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას. თუ გსურთ წაშალოთ Taxify -ის მიერ მოგროვილი პერსონალური მონაცემები, გთხოვთ გააგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა ელ-ფოსტით ზემოთ მითითებულ მისამართზე. თქვენ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ, თუ ჩვენ წავშლით თქვენს ანგარიშს. ამის შედეგად თქვენ არ შეგეძლებათ გამოიყენოთ Taxify -ის მომსახურებები თქვენი არსებული ანგარიშის შესაბამისად.
  • თუ თქვენ ჩათვლით, რომ ჩვენ (ან Taxify-ს ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს) ვახორციელებთ ასეთ დამუშავებას თქვენი პერსონალური უფლებების საწინააღმდეგოდ ან კანონის საწინააღმდეგოდ, კერძოდ, თუ პერსონალური მონაცემები არასწოროა თქვენ შეგიძლიათ:

    • ა) მოგვთხოვოთ ჩვენ (და/ან Taxify-ს ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს) განმარტება;
    • ბ) მოგვთხოვოთ ჩვენ (და/ან Taxify-ს ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს) გამოვასწოროთ წარმოქმნილი ვითარება (კერძოდ პერსონალური მონაცემების ბლოკირება, გასწორება ან შევსება);
    • გ) მიმართოთ უშუალოდ თქვენს პერსონალურ მონაცემზე იურისდიქციის მქონე შესაბამის მონაცემთა დაცვის ორგანოს.

6. პირდაპირი მარკეტინგი

  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს ელ-ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს ჩვენს პროდუქტთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებების გაზიარებისთვის, თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი თანხმობა taxify.eu ვებგვერდზე ან თუ აღარ გინდათ მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები Taxify app-ში, გთხოვთ დააწკაპუნოთ ჩვენი ელ-ფოსტის სათაურში ან Taxify მობილურ აპლიკაციის პროფილურ ნაწილში მითითებული ლინკი „პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების გაუქმება“.

7. ტაქსის მძღოლის პერსონალური მონაცემები

  • ჩვენ მხოლოდ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მძღოლების პერსონალურ მონცემებს, თუ ეს აუცილებელია ამ პროფესიული საქმიანობისთვის შესაფერისი მძღოლის კვალიფიკაციის შესამოწმებლად და Taxify app მომსახურებასთან დაკავშირებული საკონტრაქტო ურთიერთობების დასაცავად. მძღოლების პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს http://taxify.eu/cities .-ზე ჩამოთვლილ ორგანიზაციებს.
  • Taxify-ს მომსახურების პროვაიდერების მიერ მძღოლების შესახებ პერსონალური მონაცმების ნებისმიერი მოგროვება და დამუშავება უნდა მოხდეს იმავე პირობებით, რომელიც განსაზღვრულია კონფიდენციალობის პოლიტიკაში.
  • Taxify app-ის გაგზავნის მახასიათებლის გამოყენებისას, მომსახურების ოპერატორს შეუძლია ნახოს მძღოლის გეოგრაფიული მდებარეობა, ინფორმაცია დისპეტჩერების შესახებ და მომსახურების გამოყენების დროები. თუ მძროლს არ სურს რომ მისი მდებარეობა იყოს თვალსაცინო დიდპეტჩერ -ოპერატირისთვის, მას შეუძლია „გამოსვლა“ ღილაკის დაჭერით გამორთოს app რეჟიმი.