წესები & პირობები მძღოლებისთვის

მძღოლებთან დაკავშირებული საერთო პირობების ორიგინალი დოკუმენტი ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული ლინკები. თარგმნილ ვარიანტსა და ინგლისურ ვარიანტს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში ინგლისურ ვარიანტს ენიჭება უპირატესობა.

ზოგადი პირობები მძღოლებისთვის

წინამდებარე სალიცენზიო ხელშეკრულების საერთო პირობებში წარმოდგენილია Taxify-ის მიერ შემოთავაზებული Taxify-ის აპლიკაციის გამოყენების მარეგულირებელი მთავარი პირობები თქვენსა (აქ და შემდგომ მოხსენიებული როგორც "თქვენ" ან “მძღოლი”) და Taxify-ს შორის.

Taxify-ის აპლიკაციის გამოყენებით სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენ უნდა დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

1. განმარტებები

1.1 Taxify (ასევე მოხსენიებული როგორც "ჩვენ" ან “ჩვენი”) – ესტონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომლის რეგისტრაციის კოდია 12417834, რეგისტრირებული ოფისის მისამართია: ვანა-ლოუნა 39/1, ტალინი 10134, ესტონეთის რესპუბლიკა.

1.2. შვილობილი კომპანია - ნიშნავს პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იმყოფება Taxify-ის კონტროლის ქვეშ და რომელიც უზრუნველყოფს Taxify-ის გარკვეულ მომსახურებებს ადგილობრივ სახელმწიფოში ან ქალაქში. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს Taxify-ის მომსახურებებს კონკრეტულ სახელმწიფოში ან ქალაქში და მათი საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://taxify.eu/cities

1.3. Taxify-ის მომსახურებები - მომსახურებები, რომლებსაც Taxify ან / და მისი შვილობილი კომპანიები გთავაზობენ, რომელიც მოიცავს მათ შორის, Taxify-ის აპლიკაციის და Taxify-ის პლატფორმის უზრუნველყოფას და ტექნიკურ მომსახურებას, კლიენტის მხარდაჭერას, თქვენსა და კლიენტს შორის გადახდებსა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს ან სხვა მსგავსი დახმარების მომსახურებებს, როგორც ეს საერთო პირობებში ან ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.

1.4. Taxify-ის აპლიკაცია - წინამდებარე საერთო პირობების მნიშვნელობის ფარგლებში, Taxify-ის აპლიკაცია ეხება Taxify-ის მძღოლის აპლიკაციას, რომელსაც მძღოლები იყენებენ მოთხოვნების მისაღებად და შესასრულებლად და სატრანსპორტო მომსახურებების სამართავად.

1.5. კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს ტაქსით მომსახურებას აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

1.6. მძღოლი ან თქვენ - პირი, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებებს Taxify-ის აპლიკაციის მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ანგარიშზე როგორც იურიდიული ან ფიზიკური პირი.

1.7. საერთო პირობები - Taxify-ის მიერ წარმოდგენილი სალიცენზიო ხელშეკრულების წინამდებარე საერთო პირობები.

1.8. ხელშეკრულება – Taxify-ს აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება Taxify-სა და თქვენ შორის, რომელიც მოიცავს აქ წარმოდგენილ საერთო პირებსა და დამატებით პირობებს ან მომავალში Taxify-სა და თქვენ შორის შეთანხმებულ პირობებს

1.9. ლიცენზია – წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად Taxify-ს აპლიკაციის გამოყენების უფლება.

1.10. ვებგვერდიwww.taxify.eu-სა და www.taxifyapp.com-ზე განთავსებული Taxify-ის ვებგვერდი, ქვეგვერდები, მძღოლის პორტალს ჩათვლით

1.11. მგზავრობის ღირებულება – კლიენტის ვალდებულება აგინაზღაუროთ სატრანსპორტო მომსახურება

1.12. Taxify-ის მოსაკრებელი – მოსაკრებელი, რომელიც ვალდებული ხართ, რომ გადაუხადოთ Taxify-ის, Taxify-ის აპლიკაციით სარგებლობის უფლების მისაღებად. Taxify-ის მოსაკრებელი მოიცავს მოსაკრებელს თითოეულ კლიენტის დაკვეთისთვის, რომელიც თქვენ შეასრულეთ.

1.13. აპლიკაციით გადახდა – მგზავრობის ანაზღაურების მეთოდი, რომელიც ხორციელდება კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენებით. აპლიკაციით გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო/საკრედიტო ბარათებით, კორპორატიული, მობილური ან Taxify-ის მიერ დაშვებული სხვა გადახდის მეთოდებით

1.14. Taxify-ის მძღოლის პორტალი – პორტალი რომელიც მოიცავს რელევანტურ ინფორმაციას და საბუთებს რომელიც დაკავშირებულია თქვენი Taxify-ის აპლიკაციის გამოყენებასა და მგზავრობის სერვისის მიწოდებასთან, ასევე მოიცავს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას. Taxify-ის მძღოლის პორტალზე შესვლა შესაძლებელია ვებ გვერდზე https://partners.taxify.eu მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით.

1.15. სატრანსპორტო მომსახურება - სატრანსპორტო მომსახურება გაიწევა თქვენ მიერ იმ კლიენტის მიმართ ვისი მოთხოვნაც მიღებული გაქვთ Taxify-ის აპლიკაციის გამოყენებით.

2. ხელშეკრულების გაფორმება

2.1. პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვამდე და გამოყენებამდე ლიცენზიის მიმღები უნდა დარეგისტრირდეს Taxify-ის ვებგვერზე Taxify -ის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციის წარმატებით დარეგისტრირების შემდეგ Taxify უზრუნველყოფს თქვენთვის პირად ანგარიშს, რომელზე წვდომა შესაძლებელი იქნება თქვენ მიერ შეჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. საერთო პირობების ბოლოს განთავსებული „რეგისტრაციის გავლის" ღილაკის დაწკაპუნებით, ლიცენზიის მიმღები ადასტურებს რომ:

2.1.1. ის უფლებამოსილია კანონის შესაბამისად გააფორმოს ხელშეკრულება Taxify -თან, რათა Taxify-ს აპლიკაციის მეშვეობით მიაწოდოს სატრანსპორტო მომსახურება

2.1.2. მან ყურადღებით შეისწავლა და სრულად გაიგო საერთო პირობები, მათ შორის ამ ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ყველა ვალდებულება, რომელიც წარმოექმნება ლიცენზიის მიმღებს;

2.1.3. Taxify-თვის ლიცენზიის მიმღების მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია ზუსტია, სწორია და სრულია;

2.1.4. ის უფლებას არ ანიჭებს სხვა პირებს გამოიყენონ ლიცენზიის მიმღებების ანგარიში ან გადასცენ ის ნებისმიერ სხვა პირს;

2.1.5. ის არ გამოიყენებს Taxify-ს აპლიკაციას ნებართვის გარეშე ან არაკანონიერი მიზნებისთვის და ზიანს არ მიაყენებს Taxify-ს აპლიკაციის სათანადო მოქმედებას;

2.1.6. ის არ გააკეთებს Taxify-ს აპლიკაციის ან Taxify -ის სხვა მასალის ასლებს ან გაავრცელებს მათ Taxify -ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

2.1.7. თქვენი ანგარიში იქნება მუდმივად მოწესრიგებული და განახლებული;

2.1.8. მუდმივად შეასრულებთ იმ ქვეყნისა და ქალაქის ყველა წესსა და კანონს სადაც გასწევთ სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის (და არა მხოლოდ) დაიცავთ იმ კანონებს რომელიც გულისხმობს მგზავრისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევას;

2.1.9. ის სრულად ეთანხმება ვებგვერზე (https://www.taxify.eu/legal/) წარმოდგენილ Taxify-ის კონფიდენციალობის პოლიტიკას;

2.2. რეგისტრაციის გავლისას, საბანკო დეტალების შევსებისას თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ საბანკო ანგარიში. თუ ანგარიშის მფლობელი იურიდიული პირია, მან უნდა მიუთითოს კომპანიის საბანკო ანგარიში. Taxify ახორციელებს აპლიკაციით გადახდილი თანხების ტრანზაქციას იმ საბანკო ანგარიშზე რომელსაც თქვენ გვაწვდით. Taxify ან/და მისი შვილობილი პასუხს არ აგებს არასწორ ტრანზაქციაზე თუ კი თქვენ მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიში არასწორია

2.3. აპლიკაციის შევსების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ფოსტას დამატებითი პირობებით, რომელიც საჭიროებას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. ეს მოთხოვნები შესაძლოა იყოს, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, მოქმედი მართვის მოწმობა, ავტომობილის დამაკმაყოფილებელი ტექ-დათვალიერების სერთიფიკატი, აპლიკაციის გამოოყენების სასწავლო კურსის გავლა, GPS- ის მხარდაჭერის მქონე მობილური მოწყობილობის ქონა და სხვა პირობები რომლების აღწერილი იქნება შესაბამის ელექტრონულ წერილში. მოთხოვნების სრულად არ წარდგენის შემთხვევა გამოიწვევს ხელშეკრულების გაუქმებას და Taxify-ს აპლიკაციის გამოყენების უფლების შეზღუდვას

2.4. თქვენ ეთანხმებით, რომ კონკრეტულ ქალაქებსა და ქვეყნებში Taxify-მ შესაძლოა თავისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები გადააბაროს შვილობილს ან მის წარმომადგენელს. უფლებებისა და ვალდებულებების გადაბარება შესაძლოა შეიცავდეს აპლიკაციის შევსებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადახედვას, ტრეინინგს, Taxify-ს მოსაკრებელის შეგროვებას, შუამავლობას აპლიკაციით გადახდისას, Taxify-ს აპლიკაციის ლიცენზირებასა და სხვა. შვილობილის შესახებ დეტალების მოძიება შესაძლებელია ვებ გვერდზე https://taxify.eu/cities.

2.5. ანგარიშის რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის (მაგ. კომპანია). თქვენ იურიდიულ პირად ითვლებით, თუ თქვენი გადახდის რეკვიზიტებში (რომელიც ხელმისაწვდომია მძღოლის პორტალზე) მოსაკრებლების მიმღებში იურიდიული პირია აღნიშნული. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული იურიდიული პირი ითვლება სატრანსპორტო მომსახურებების მომწოდებლად და წინამდებარე ზოგადი პირობების, ისევე როგორც ხელშეკრულების ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტების მხარედ. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მხოლოდ იმ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, რომელიც მიეთითება რეგისტრაციის გავლისას, შეუძლია ფაქტობრივად უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურებები. ასეთ ფიზიკურ პირს შეუძლია გამოიყენოს მძღოლის ანგარიში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაეცნობა და თანახმა იქნება, რომ დაიცვას აღნიშნული ზოგადი პირობები და ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტაცია, რომელიც გახდება ხელშეკრულების ნაწილი. გადახდის რეკვიზიტებში მითითებული იურიდიული პირი და ფიზიკურ პირი, რომელიც ფაქტობრივად უზრუნველყოფს TAXIFY-ის ერთი ანგარიშით გათვალისწინებულ სატრანპორტო მომსახურებს, ერთობლივად და ცალ-ცალკე იქნებიან პასუხისმგებელნი მძღოლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი დარღვევაზე.

2.6. ანგარიშის რეგისტრაცია ავტოპარკებისთვის. Taxify-ისთან ცალკე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ავტოპარკს შეუძლია თავად დაარეგისტროს ანგარიშები თავისი თანამშრომლებისთვის ან/და მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში ავტოპარკი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები ან/და მომსახურების მომწოდებლები იცავდნენ ზოგადი პირობებისა და ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების მოთხოვნებს და ასევე ვალდებულია, რომ იმოქმედოს და შეასრულოს ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები. ავტოპარკი და მისი თანამშრომლები ან / და მომსახურების მომწოდებლები ერთობლივად და ცალ-ცალკე იქნებიან პასუხისმგებელი ასეთი თანამშრომლის და / ან მომსახურების მომწოდებლის მიერ ჩადენილ დარღვევაზე.

3. Taxify-ის აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენების ლიცენზია

3.1. Taxify-ის აპლიკაცია. Taxify-ის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შემოგივიდეთ მოთხოვნები სატრანსპორტო მომსახურებებით დაინტერესებულები კლიენტებისგან, რომელებიც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ საკუთარი შეხედულებისამებრ. Taxify-ის აპლიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

3.2. Taxify-ის აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენების ლიცენზია. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესრულების შემთხვევაში, Taxify წინამდებარეთი განიჭებთ Taxify-ის აპლიკაციისა და ვებგვერდის წინამდებარე საერთო პირობებში მითითებული პირობების შესაბამისად გამოყენების არაექსკლუზიურ, არა ქვე-ლიცენზირებად, არაგადაცემად ლიცენზიას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად და ცალკე შეთანხმების შემთხვევაში, ტაქსის ავტოპარკებს შეუძლიათ ქვე-იჯარით გადასცენ Taxify-ის აპლიკაცია თავიანთი ავტოპარკის წევრებს.

3.3. Taxify-ის აპლიკაციით და / ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ არ ხართ უფლებამოსილი:

3.3.1. მოახდინოთ პროგრამის დეკომპილაცია, საინჟინრო ანალიზი, ან სხვაგვარად

3.3.2. შეეცადოთ მოიპოვოთ Taxify-ის აპლიკაციის და / ან ვებგვერდის კოდი; შეცვალოთ Taxify-ის აპლიკაცია ან ვებგვერდი რაიმე სახით ან ფორმით ან გამოიყენოთ Taxify-ის აპლიკაციის ან ვებგვერდის შეცვლილი ვერსიები;

3.3.3. გადააგზავნოთ ფაილები, რომელებიც შეიცავს ვირუსებს, დაზიანებული ფაილები, ან Taxify-ის აპლიკაციის სხვა მსგავსი აპლიკაცია ან პროგრამები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უარყოფითად იმოქმედოს სხვა პირების კომპიუტერების, Taxify-ის მომსახურების, ვეგბერდის, Taxify აპლიკაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის მუშაობაზე;

3.3.4. მოიპოვოთ Taxify-ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან Taxify-ის სხვა მომსახურებაზე არასანქცირებული წვდომა.

3.4. იმისათვის, რომ ისარგებლოთ Taxify-ის აპლიკაციით და ვებგვერდით, თქვენ ვალდებული ხართ გადაუხადოთ Taxify-ის ან მისი შვილობილ კომპანიებს Taxify- ის აპლიკაციის გამოყენების საფასური, როგორც ეს წინამდებარე საერთო პირობების მე-12 ნაწილშია მითითებული.

3.5. წინამდებარე საერთო პირობების საფუძველზე მინიჭებული ლიცენზია ავტომატურად გაუქმდება ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ Taxify-ის აპლიკაციის გამოყენება და Taxify-ის უფლება აქვს დაბლოკოს და წაშალოს თქვენი ანგარიში წინასწარი შეტყობინების გარეშე.

3.6. მძღოლის ფორუმისა და სხვა ვებ-გვერდის შინაარსის გამოყენება. Taxify-ის შეუძლია მოგანიჭოთ წვდომა მძღოლის ფორუმზე და სხვა შინაარსზე, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-საიტის მეშვეობით. თქვენ უფლება არ გაქვთ გამოაქვეყნოთ, გააგზავნოთ, ატვირთოთ, ელ-ფოსტისთ გააგზავნოთ, გაავრცელოთ ან გაასაჯაროვოთ ნებისმიერი შეუსაბამო, არაკეთილსინდისიერი, ცილისმწამებლური, მცდარი, სამართალდამრღვევი, უხამსი, უღირსი ან უკანონო შინაარსის ინფორმაცია. Taxify-ის შეუძლია შეზღუდოს თქვენი ხელმისაწვდომობა ფორუმებზე ან Taxify-ის აპლიკაციაზე, თუ თქვენ დაარღვევთ აღნიშნულ ვალდებულებებს.

3.7. Taxify-ის იარლიყებისა და ეტიკეტების გამოყენება. გარდა ამისა, Taxify-ის და / ან მის შვილობილ კომპანიებს შეუძლიათ გადმოგცენ იარლიყები, ეტიკეტები, სტიკერები ან სხვა ნიშნები, რომლებიც ეხება Taxify-ის ან სხვაგვარად მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ იყენებთ Taxify-ის აპლიკაციას. Taxify განიჭებთ არაექსკლუზიურ, არალიცენზირებად, არაგადაცემად ლიცენზიას ასეთი ნიშნების გამოყენებაზე და მხოლოდ იმის მისათითებლად, რომ თქვენ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებებს Taxify-ის აპლიკაციის გამოყენებით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ და გაუქმოთ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ეხება Taxify-ის ან მის ბრენდს.

3.8. Taxify-ისთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, მონაცემთა ბაზა, ლოგოებისა და ვიზუალური დიზაინის ჩათვლით, ეკუთვნის Taxify-ს და დაცულია საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნების და სავაჭრო საიდუმლოს დაცვის შესახებ კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებით. Taxify-ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან Taxify-ის სხვა მომსახურებების გამოყენებით თქვენ არ იძენთ საკუთრების უფლებას Taxify-ის ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

4. მომსახურების გაწევა

4.1. თქვენი ვალდებულება. წინამდებარე ხელშეკრულებით თქვენ გარანტიას იძლევით, რომ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებას იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული, იმ პირობით, რომ თქვენ გექნებათ ტაქსით მომსახურებისთვის საჭირო ყველა ლიცენზია, ნებართვა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ასეთი კანონმდებლობისა და რეგულაციების ნებისმიერი დარღვევაზე.

4.2. ამასთან თქვენ უნდა ფლობდეთ ყველა ლიცენზიას (მათ შორის მოქმედ მართვის მოწმობას), ნებართვას, ავტომობილის დაზღვევას, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარეგისტრაციო ცნობებს, სერტიფიკატს და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია მოქმედ იურისდიქციაში სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებისათვის. თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მოქმედების ვადა იყოს ძალაში. Taxify უფლებას იტოვებს მოითხოვოს თქვენგან მტკიცებულებების წარმოდგენა და ყველა აუცილებელი ლიცენზიის, ნებართვის, თანხმობის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის და სერტიფიკატის განსახილველად წარდგენა და ასევე მათი განახლება.

4.3. თქვენ ყოველთვის უნდა დაიცვათ მოძრაობის წესები. ეს ნიშნავს, მათ შორის და არ მხოლოდ, რომ ავტომანქანის მართვისას არ უნდა გამოიყენოთ Taxify-ის აპლიკაცია და Taxify-ის აპლიკაციასთან ურთიერთქმედებისას ავტომანქანა უნდა იყოს მთლიანად გაჩერებული

4.4. თქვენ უნდა უზრუნველყოთ ტაქსით მომსახურება პროფესიულად ტაქსით მომსახურებისთვის მოქმედი ეთიკური ნორმების შესაბამისად და შეასრულოთ კლიენტის მოთხოვნა კლიენტის ინტერსებიდან გამომდინარე. ამასთან, თქვენ უნდა აირჩიოთ მომხმარებლისათვის ყველაზე ნაკლებ ღირებული მარშრუტი, თუ კლიენტი სხვაგვარად არ მოითხოვს; არ გაქვთ უფლება უნებართვო გაჩერებაზე; და გეკრძალებათ სხვა მგზავრის წაყვანა ავტომანქანით, გარდა მომხმარებლისა და მისი თანმხლები პირებისა.

4.5. თქვენ იტოვებთ უფლებას განსაზღვროთ როდის და რა დროის მანძილზე გასწევთ სატრანსპორტო მომსახურებას. თქვენ თვითონ გადაწყვეტთ მგზავრის მიერ მოთხოვნილი შეკვეთებიდან რომელს მიიღებთ, უარყოფთ ან დააიგნორებთ.

4.6. სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შედეგად გამოწვეული ხარჯი. თქვენ ვალდებული ხართ გასწიოთ და იზრუნოთ იმ აღჭურვილობაზე რომელიც საჭიროა ტრანსპორტირების მომსახურების გასაწევად, მათ შორის ავტომობილზე, სმარტ მოწყობილობაზე, ინტერნეტის მოწოდებასა და სხვ. ასევე თქვენ ხართ პასუისმგებელი იმ ხარჯებზე რომელსაც ტრანსპორტირების მომსახურების განხორციელებისას გასწევთ, მათ შორის და არა მხოლოდ, საწვავი, მობილური ინტერნეტი, სატელეფონო მომსახურების გადასახადები, ავტომობილის ამორტიზაცია, დაზღვევა, შესაბამისი კორპორატიული და ჩარიცხული თანხების გადასახადები და სხვ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Taxify-ის აპლიკაციის გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი მობილური მონაცემების გეგმაში დიდი რაოდენობით მონაცემების მოხმარება. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ მონაცემთა გეგმა გამოიწეროთ შეუზღუდავი ან ძალიან მაღალი შესაძლებლობით.

4.7. მგზავრობის ღირებულება. თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ანაზღაურება ყოველი ჯეროვნად შესრულებული იმ შეკვეთისთვის რომელიც განხორციელდა მგზავრის მიერ ტაქსიფაის აპლიკაციით გამოყენების შედეგად. მგზავრობის ღირებულება განისაზღვრება საბაზისო ფასით, იმ მანძილის გავლით რაც კონკრეტული შეკვეთის შესრულებისთვის დაფარეთ, რაც თქვენი მოწყობილობის GPS-ის მონაცემებზე დაყრდნობით ხორციელდება და ასევე იმ დროზე დაყრდნობით რაც კონკრეტული მგზავრობის განხორციელებას დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ლიცენზირებული ტაქსის სერვისის პროვაიდერი ხართ, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ტარიფი ტაქსომეტრის მეშვეობით (თუ კანონი ამას გავალდებულებთ). ასეთ შემთხვევაში თქვენ შესაბამისობაში უნდა მოიყვანოთ Taxify-ის აპლიკაციაში შემოთავაზებული ტარიფი ფაქტობრივ ტარიფთან. გაითვალისწინეთ საბაზისო ფასი არის რეკომენდირებული ფასი რომელიც წარმოდგენილია Taxify-ს აპლიკაციაში. სტანდარტული საბაზისო ტარიფმა შეიძლება განიცადოს ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. თქვენ შეგიძლიათ მგზავრს მოელაპარაკოთ მგზავრობის ღირებულების უფრო დაბალ ფასზე და გამოაგზავნოთ Taxify-ში შესაბამისი მოთხოვნა, ყველა ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება. გარდა ამისა, თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება, რომ დააკისროთ კლიენტს იმაზე ნაკლები გადასახადი, ვიდრე Taxify-ის აპლიკაციაში ან ტაქსომეტრში მითითებული ტარიფია (გაითვალისწინეთ, რომ კლიენტისთვის Taxify-ის აპლიკაციის მაჩვენებლებზე ნაკლები გადასახადის დაკისრება არ ამცირებს Taxify-ის მოსაკრებელს).

4.8. Taxify იტოვებს უფლებას დააკორექტიროს კონკრეტული შესრულებული შეკვეთის ღირებულება, თუ გამოვლინდება დარღვევა (როგორიცაა მგზავრის გრძელი მარშრუტით წაყვანა ან მგზავრობის დასრულების შემდეგ Taxify-ს აპლიკაციის მრიცხველის დაუყოვნებლივ არ გამორთვა) ან ტექნიკური ხარვეზი, თუ კი შეკვეთის ფასი არ აისახა. Taxify ასევე იტოვებს უფლებას გააუქმოს ან შეამციროს მგზავრების ღირებულება იმ შემთხვევაში თუ გვაქვს თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვი ან კლიენტის მითითება თქვენ მიერ წესების დარღვევის შესახებ. ამავდროულად Taxify მხოლოდ დასაბუთებული და სამართლიანი გზით მოახდენს მგზავრობის ღირებულების შემცირებას ან გაუქმებას

4.9. მომსახურების გადახდის მეთოდი. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება როგორც ხელზე ასევე აპლიკაციით გადახდის მეთოდით როგორც ეს აღწერილია ზოგადი დებულებების მე-13 მუხლში, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი პირდაპირ გადაიხდის მგზავრობის საფასურს, თქვენ ვალდებული ხართ აიღოთ ეს თანხა. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ვერ იხდის ან უარს ამბობს გადახდაზე, Taxify დაგეხმარებათ გადასახდელი თახის აღებაში, თუმცა Taxify არ არის ვალდებული აანაზღაუროს მგზავრობის საფასური.

4.10. ქვითარი. ყოველი წარმატებულად შესრულებული მგზავრობის შემდეგ, Taxify ქმნის ქვითარს რომელიც გულისხმობს მარშრუტს, მგზავრობის ღირებულებას, დროს და კონკრეტულ მგზავრობასთან დაკავშირებულ სხვა არსებულ ინფორმაციას. Taxify-მ შესაძლოა არ შექმნას და არ გააგზავნოს ქვითარი ლიცენზირებული ტაქსის არსებობის შემთხვევაში, სპეციფიურ კანონმდებლობაზე დამოკიდებულებით. ყოველი შეკვეთის ქვითარი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მძღოლის პორტალზე. ყველა ცვლილების შეტანა რისი განხორციელებაც გსურთ მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით, უნდა განახორციელოთ აპლიკაციაში ტარიფის გადახედვის მეთოდით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახდენთ ტარიფის გადახედვას Taxify ან მისი შვილობილი ან/და წარმომადგენელი, არ არის ვალდებული აანაზღაუროს მგზავრობის ღირებულების სხვაობა.

4.11. ჯარიმები. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას მისი განხორციელების 5 წუთის გასვლის შემდეგ, ან არ გამოცხადდება, Taxify იტოვებს უფლებას ამ მომხმარებლისგან მოითხოვოს 5 ლარამდე ჯარმა, Taxify მოითხოვს მსგავს ჯარიმას მხოლოდ მომხმარებლის გულგრილი დამოკიდებულების შემთხვევაში და იტოვებს სრულ თავისუფლებას გადაწყვიტოს დააკისროს თუ არა მომხმარებელს ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა, მას გამოაკლდება საკომისიო მოსაკრებელი, ხოლო დანარჩენი თანხა გადმოერიცხება მძღოლს ჯარიმის ჩამოჭრიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში.

4.12. თუ მგზავრობისას კლიენტმა ან მისმა თანამგზავრმა გულგრილად დააზიანა თქვენი მანქანა ან მისი აღჭურვლობა (მათ შორის დაალაქავა, შეღება ავტომობილი ან არასასიამოვნო სუნი დატოვა მასში) თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მგზავრისგან ჯარიმა 50 (ორმოცდაათ) ლარამდე და ასევე მოითხოვოთ კომპენსაცია მის მიერ გაწეული ყოველი ზარალისთვის თუ კლიენტი უარს აცხადებს ჯარიმის გადახდაზე ან/და ზარალის კომპენსაციაზე, თქვენ უნდა შეატყობინოთ Taxify-ს ან მის პარტნიორ კომპანიას (იმაზე დამოკიდებულებით თუ ვინ ახორციელებს მომსახურების მიწოდებას კონკრეტულ რეგიონში). ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა წარედგინოს Taxify-ს ან მის შვილობილ კომპანიას მსგავსი შემთხვევის განხორციელებიდან 24 საათის განმავლობაში დამადასტურებელი სურათებითა და არსებული ზარალით. ამის შემდეგ Taxify ეცდება კლიენტისგან თქვენს სასარგებლოდ შეაგროვოს ჯარიმა და რეალური ზარალის ღირებულება. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ Taxify არ იღებს ვალდებულებას მგზავრის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიყენებულ ზარალზე.

4.13. თქვენი საგადასახადო ვალდებულებები. წინამდებარე პირობებით თქვენ აღიარებთ, რომ ვალდებული ხართ სრულად შეასრულოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც წარმოგექმნებათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოქმედი დღგ-ის ნომრის მიღება; საშემოსავლო გადასახადის, სოციალური დაცვის გადასახადის ან სხვა მოქმედი გადასახადის გადახდა; და საგადასახადო აღრიცხვის ვალდებულებების შესრულება და სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, თქვენი ვალდებულებაა, რომ მიაწოდოთ Taxify-ის ყველა შესაბამისი საგადასახადო ინფორმაცია, მათ შორის (და არა მხოლოდ) თქვენი დღგ-ს ნომერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Taxify- ს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედ საგადასახადო კანონდებლობაზე დაყრდნობით, შეაგროვოს და გადაიხადოს გადასახადები, რომელიც გამომდინარეობს სატრანსპორტო მომსახურების გაწევისგან ან / და თქვენი სახელით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ინფორმაციის გადაცემა პირდაპირ სამთავრობო საგადასახადო ორგანოებისთვის.

4.14. ინვოისების გაცემის უფლებამოსილება. თუ თქვენ იყენებთ Taxify-ის ანგარიშს როგორც ბიზნეს ერთეული, თქვენ აქვე უფლებას ანიჭებთ Taxify-ის გასცეს ინვოისი თქვენი სახელით, რათა აგინზღაუროთ ნებისმიერი ხარჯი, ანაზღაურება კლიენტების მოზიდვაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები ან სხვა მოსაკრებლები, რომლებიც ეკისრება Taxify-ის თქვენს წინაშე. ინვოისის გაცემისას, ის დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი მძღოლის პორტალის საშუალებით.

5. TAXIFY-ს მოსაკრებელი

5.1. იმისთვის რომ გამოიყენოთ Taxify-ის აპლიკაცია, თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ მოსაკრებელი. მოსაკრებლის გადახდა ხდება თქვენ მერ შესრულებული თითოეული სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთის საფუძველზე. Taxify-ის მოსაკრებლის ოდენობა ცნობილი გახდება თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, Taxify-ის აპლიკაციის, მძღოლის პორტალის ან სხვა შესაბამისი საშუალებებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Taxify-ის მოსაკრებელი შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. Taxify ვალდებულია გამოგიზავნოთ წინასწარი შეტყობინება ყოველი ასეთი ცვლილების შესახებ.

5.2. თქვენ უნდა გადაუხადოთ Taxify-ს წინა თვის სალიცენზიო მოსაკრებელი თითოეული თვის 5 რიცხვისთვის მაინც. სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ დაგვიანებისთვის საურავი დღეში გადაუხდელი თანხის 2%-ს (ორი პროცენტი) ოდენობით.

6. აპლიკაციით გადახდა

6.1. Taxify-მა შეიძლება საშუალება მისცეს თავის მომხმარებლებს გადაიხადონ სატრანსპორტო მომსახურების საფასური საბანკო ბარათის მეშვეობით, ბიზნესისა და მობილური კავშირის ოპერატორის მეშვეობით პირდაპირ აპლიკაციაში (მაგ. აპლიკაციით გადახდა) წინამდებარე პირობებით, თქვენ უფლებას ანიჭებთ Taxify-ის, რომ იმოქმედოს როგორც თქვენმა შეზღუდულმა კომერციულმა აგენტმა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სახელით თანხების, მოქმედი გადასახადების ან მომხმარებელთა მიერ გადახდილი სხვა მოსაკრებების შესაკრებად აპლიკაციით გადახდის მეშვეობით. ამასთან, თქვენ თანახმა ხართ, რომ კლიენტის მიერ აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი გადახდა ჩაითვალოს თქვენთვის პირდაპირ გადახდილ თანხად.

6.2. თქვენ უფლება არ გაქვთ უარი თქვათ კლიენტის მიერ აპლიკაციის მეშვეობით გადახდის განხორციელებაზე ან გავლენა იქონიოთ კლიენტზე აპლიკაციით გადახდის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ დაუსაბუთებლად განაცხადებთ უარს აპლიკაციით გადახდის მიღებაზე, Taxify-ის უფლება აქვს ყოველ უარზე დაგაკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 10 ლარის ოდენობით ან/და განმეორების შემთხვევაში დაბლოკოს თქვენი უფლება გამოიყენოთ Taxify-ის აპლიკაცია.

6.3. Taxify რეგულარულად გადარიცხავს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით შეკრებილ თანხებს, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში ჩაირიცხა Taxify-ის საბანკო ანგარიშზე, თქვენს საბანკო ანგარიშზე, მომდევნო კვირის მე-4 დღეს, მაგრამ არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში. Taxify-ის მოსაკრებელი ჩამოიჭრება თქვენი გადასახადიდან. თუ თქვენ მოითხოვთ აპლიკაციით გადახდის განხილვას, მაშინ Taxify-ის შეუძლია გადარიცხოს შეკრებილი თანხები, მას შემდეგ, რაც Taxify დაასრულებს განხილვას.

6.4. თქვენ უფლება გაქვთ განიხილოთ აპლიკაციით გადახდის ანგარიშები Taxify-ის მძღოლის პორტალში. Taxify ყოველ კვირას გამოაგზავნის აპლიკაციით გადახდას და მძღოლის ანგარიშის ნაშთს თქვენს ელ-ფოსტაზე. ანგარიშები უჩვენებს წინა კვირაში შუამდგომლობით შემოსული აპლიკაციით გადახდის თანხების რაოდენობას, ისევე როგორც Taxify-ის მოსაკრებლიდან დაკავებულ თანხებს. ანგარიშები გაიგზავნება ყოველკვირეულად.

6.5. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Taxify ვალდებული არ არის გადაგიხადოთ კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასური, თუ აპლიკაციით გადახდა ვერ განხორციელდება კლიენტის საკრედიტო ბარათის ან მობილური გადახდის გაუქმების ან წარუმატებლად შესრულების შედეგად, ისეთი მიზეზებით, რომელიც არ არის გამოწვეული Taxify-ის ბრალეულობით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გადაგირიცხავთ მას, მას შემდეგ, რაც კლიენტი განახორციელებს მოთხოვნილ გადახდას.

6.6. სატრანსპორტო მომსახურებების გაწევამდე, თქვენ უნდა გადაამოწმოთ, რომ მომსახურებები ფაქტობრივად უზრუნველყოფილია კლიენტისთვის და/ან რომ კლიენტმა დაადასტურა, რომ ის ნებას რთავს მგზავრს იმგზავროს მის ანარიშზე. თუ თქვენ არასწორად ამოიცნობთ კლიენტს და აპლიკაციით გადახდა დაეკისრება პირს, რომელსაც არ გაეწია ან არ ამტკიცებს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, Taxify აანაზღაურებს კლიენტს მგზავრობის საფასურს. ასეთ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ გადასახადი Taxify-სგან. გარდა ამისა, In-app გადახდის ყოველ არასწორ გამოყენებაზე, Taxify უფლებამოსილია დაგაკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 5 ლარამდე ოდენობით.

6.7. თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენთვის გასაგებია, რომ აპლიკაციით გადახდა არ აჩერებს კანონმდებლობითა და რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგ. თქვენს ვალდებულებას გადასცეთ კლიენტს პრინტერზე ამობეჭდილი ქვითარი.

6.8. თქვენ უნდა შეატყობინოთ Taxify-ის ნებისმიერ მნიშვნელოვან გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს Taxify-ის ვალდებულებებზე, შეკრიბოს და გაანაწილოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით გადახდილი საფასური.

6.9. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Taxify-ის შეუძლია ჩათვალოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი საფასური Taxify-ის იმ მოსაკრებლების ანგარიშში, რომლებიც უნდა გადაუხადოთ Taxify-ს.

7. მხარდაჭერა

7.1. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი ერთ-ერთი მომსახურების სახით, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ მხარდაჭერა Taxify-ის აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. კლინეტის მხადაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას Taxify-ის ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ, რომლებიც ვებგვერდზეა განთავსებული (https://taxify.eu/cities). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Taxify-ის უფლება აქვს შეწყვიტოს კლიენტთა მხარდაჭერის მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააგვიანებთ Taxify-ისთვის ან / და მისი შვილობილი კომპანიების გადასახადის გადახდას 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

8. რეიტინგი და აქტივობა

8.1. Taxify-ის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის საშუალებით მაღალხარისხიანი მომსახურებისა და თქვენი კლიენტებისთვის დამატებითი გარანტიების უზრუნველსაყოფად, თქვენ წინამდებარეთი ადასტურებთ, რომ კლიენტებს შეუძლიათ შეაფასონ და დატოვონ კომენტარი თქვენს მიერ მოწოდებული სატრანსპორტო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი საშუალო რეიტინგი დაკავშირებული იქნება თქვენს Taxify-ის ანგარიშთან და ხელმისაწვდომი იქნება კლიენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის შემთხვევაში. კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს შეფასება და კომენტარები კეთილსინდისიერად, და თუ ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩავთვლით, რომ შეფასება ან კომენტარი არის არაკეთილსინდისიერად გაკეთებული, ჩვენ შეგვიძლია მისი უგულვებელყოფა.

8.2. გარდა რეიტინგისა, Taxify აანალიზებს თქვენი საქმიანობის დონეს და განიჭებთ ქულას აქტივობისისთვის, რომელიც ეფუძნება თქვენს საქმიანობას სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთების მიღებასთან, უარყოფასთან, რეაგირებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.

8.3. თქვენ აქვე ათვითცნობიერებთ, რომ კლიენტებისთვის საიმედო მომსახურებების გაწევის მიზნით, Taxify-ის შეუძლია განსაზღვროს მინიმალური საშუალო რეიტინგი და მინიმალური აქტივობის ქულა, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა გათვალისწინოს და შენარჩუნოს. თუ Taxify- ის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ, თქვენ ვერ გაზრდით თქვენს საშუალო რეიტინგს ან აქტივობის ქულას მინიმალურზე მეტად, დადგენილ ვადაში, თქვენი Taxify-ის ანგარიში ავტომატურად შეჩერდება დროებით ან მუდმივად. Taxify-ის შეუძლია გააუქმოს თქვენი ანგარიშის შეჩერება თუ აღნიშნული გამოწვეულია გარე გარემოებებით ან თუ გამოვლინდა, რომ შეჩერება გამოწვეულია სისტემის ცდომილებით ან არასწორი რეიტინგებით.

9. ბაზრის მიმოხილვა და კამპანიები

9.1. ბაზრის მიმოხილვა. Taxify-ის შეუძლია Taxify აპლიკაციის, SMS-ის (მოკლე ტექსტური შეტყობინება), ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებებით გამოგიგზავნოთ, ბაზრის მიმოხილვა, რათა გაზარდოს თქვენი ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აღწევს კლიენტის მოთხოვნა უმაღლეს მაჩევენებელს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთი საბაზრო მიმოხილვები მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს რაიმე ვალდებულებას თქვენთვის. ვინადან ბაზრის მიმოხილვა შეფასებები ეფუძნება ადრინდელ სტატისტიკას, Taxify ვერ იძლევა რაიმე გარანტიას, რომ რეალური საბაზრო მდგომარეობა შეესაბამისობაში იქნება ბაზრის მიმოხილვით გათვალისწინებულ შეფასებებთან

9.2. კამპანიები მინიმალური შემოსავლის მიღების პირობით. Taxify-ის ასევე შეუძლია უზრუნველყოს კამპანიები, რომლის საშუალებით Taxify უზრუნველყოფს მინიმალურ შემოსავალს, თუ თქვენ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებებს განსაზღვრულ ვადებში და აანაზრაურებთ დანაკლისს, თუ ვერ მიაღწევთ ასეთ მინიმუმს. კონკრეტული მოთხოვნები და პირობები გაიგზავნება Taxify-დან Taxify-ის აპლიკაციის, SMS-ის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საშუალებების მეშვეობით. Taxify-ის შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს თუ როდის და რომელი მძოლებისთვის გაააქტიურებს ასეთ კამპანიებს. თუ Taxify-ის აქვს გონივრული მიზეზი ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ თქვენ ეწევით თაღლითურ საქმიანობას, მან შეიძლება დააკავოს თქვენი გასამრჯელო, იქამდე, სანამ თაღლითობა არ იქნება გამორიცხული.

9.3. კლიენტებისთვის განკუთვნილი კამპანიები. Taxify ასევე შეუძლია პერიოდულად მოაწყოს სხვადასხვა კამპანიები კლიენტებისთვის, რათა მოახდინოს Taxify-ის აპლიკაციების რეალიზაცია, რომლის საშუალებითაც კლიენტის მიერ გადახდილი საფასური შემცირდება. ასეთ შემთხვევაში Taxify მოგაწვდით კონკრეტული კამპანიების პირობებს და უმეტეს შემთხვევებში გადაგიხდით კომპენსაციას, რომელიც შეესაბამება კლიენტისთვის შემოთავაზებული სარგებლის ფულად ღირებულებას (ანუ სხვაობას იმ თანხებს შორის, რომელიც უნდა მიგეღოთ და რომელსაც ფაქტობრივად იღებთ მარკეტინგული კამპანიის შედეგად). ასეთი კომპენსაცია გადახდილი იქნება საფასურის გადახდასთან ერთად. Taxify-მა შეიძლება ჩათვალოს მარკეტინგული კომპენსაცია Taxify მოსაკრებლის ანგარიშში.

9.4. Taxify-ის შეუძლია განახორციელოს სხვა კამპანიები მძღოლებისთვის და / ან კლიენტებისთვის კონკრეტული კამპანიის პირობების შესაბამისად.

10. ურთიერთობები თქვენს, Taxify-სა და კლიენტებს შორის

10.1. თქვენ წინამდებრეთი აღიარებთ, რომ კლიენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებით თქვენ და კლიენტს გეკისრებათ მომსახურების ხელშეკრულების შესრულება, რომლის მხარეებსაც არ წარმოადგენენ Taxify და მისი შვილობილი კომაპნიები.

10.2. Taxify და მისი შვილობილი კომპანიები არ აკონტროლებენ და უშუალოდ არ მართავენ თქვენ მიერ სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას. თქვენ გაქვთ ერთპიროვნული უფლება, გადაწყვიტოთ თუ როდის და რამდენი ხნით შეიძლება Taxify-ის აპლიკაციის გამოყენება და მიიღოთ თუ არა Taxify-ის აპლიკაციის მეშვეობით შემოსული კლიენტის მოთხოვნა. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ გაქვთ სრული უფლებამოსილება, რათა უზრუნველჰყოთ მომსახურებები ან განახორციელოთ სხვა ბიზნეს-საქმიანობა ან იყოთ დასაქმებული.

10.3. თქვენ წინამდებრეთი აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Taxify და მისი შვილობილი კომპანიები არიან მხოლოდ Taxify-ის აპლიკაციისა და დამატებითი მომსახურების პროვაიდერები და ისინი არ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებებს. Taxify-ის აპლიკაციის უზრუნველყოფით, Taxify და მისი შვილობილი კომპანიები მოქმედებენ როგორც თქვენსა და კლიენტს შორის სატრანსპორტო მომსახურების ხელშემწყობები. Taxify-ის შეუძლია ასევე იმოქმედოს, როგორც თქვენმა კომერციული აგენტმა კლიენტის მიერ აპლიკაციით გადახდის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებებისთვის თანხების შეგროვებისა და გადაცემის გზით.
10.4. თქვენ, Taxify და მისი შვილობილი კომპანიები პირდაპირ თანხმდებით, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს დასაქმების ხელშეკრულებას და არც წარმოქმნის დასაქმების ურთიერთობას თქვენსა და Taxify-ის ან შვილობილ კომპანიებას შორის. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თქვენსა და Taxify-ის ან მისი შვილობილ კომპანიებს შორის არ არსებობს ერთობლივი საწარმო ან პარტნიორობა. თქვენ უფლებამოსილი არ ხართ იმოქმედოთ, როგორც Taxify-ის ან მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომელმა, აგენტმა ან წარმომადგენელმა და ან დააკისროთ მათ რაიმე ვალდებულება.

10.5. თუ სავალდებულო კანონებმდებლობის საფუძველზე ან სხვაგვარად ჩაითვლებით Taxify-ის ან მისი შვილობილი კომპანიის თანამშრომლად, თქვენ თანხმდებით აუნაზღაუროთ Taxify-ის და მის შვილობილ კომპანიებს ასეთი ნაგულისხმები დასაქმების ურთიერთობაზე დაფუძნებული ნებისმიერი პირის, მარეგულირებელი ან სამთავრობო ორგანოს მიერ წარდგენილი პრეტენზია.

11. პერსონალური მონაცემების დამუშავება

11.1. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. Taxify აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია, ავტომანქანის სანომრე ნიშანი და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ინფორმაცია, Taxify-ის აპლიკაციისთვის განსაზღვრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად თქვენი და ჩვენი კლიენტებისთვის Taxify-ის მომსახურების გასაწევად. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოგთხოვოთ თქვენი მძღოლის ლიცენზია, ნასამართლეობის ან სხვა აუცილებელი ჩანაწერების მოწოდება, იმის დასადგებად, გაქვთ თუ არა სათანადო კვალიფიკაცია ამ პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად და Taxify-ის მომსახურებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების დასაცავად. ჩვენ გავუმჟღავნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შვილობილ კომპანიებს და სხვა მესამე მხარეებს, მხოლოდ Taxify-ის მომსახურებების უზრუნველყოფის მიზნით.

11.2. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების ნახვა, განახლება ან წაშლა. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, Taxify-ის შეუძლია გააქუმოს სატრანსპორტო მომსახურების გაწევის თქვენი უფლება. Taxify- ის ანგარიშის წაშლის შემდეგ, Taxify წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ თქვენი ანგარიშის წაშლიდან არა უგვიანეს ექვსი (6) თვის გასვლამე (ნებისმიერ კონტრაქტულ საკითხთან დაკავშირებით). გარკვეული პერსონალური მონაცემები შეიძლება ინახებოდეს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი კანონი.

11.3. გეოლოკაციის და სხვა ინფორმაციის გადაცემა კლიენტებისათვის. Taxify-ის მომსახურებების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი გეოლოკაციის შესახებ, Taxify-ის აპლიკაციის გამოყენების დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ და თვალყურს ვადევნებთ თქვენს გეოლოკაციას და შეგიძლიათ გავუზიაროთ თქვენი მიმდინარე მდებარეობა კლიენტს Taxify-ის აპლიკაციის მეშვეობით Taxify-ის მომსახურებების გაწევის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობებთ კლიენტებს თქვენს სახელს, მივაწვდით ავტომანქანის შესახებ ინფორმაციას და ავტომანქანის სანომრე ნიშანს თქვენი იდენტიფიცირებისა და უსაფრთხოების მიზეზებისთვის. თუ გსურთ, რომ თქვენი გეოლოკაციის მონაცემები და სხვა ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი კლიენტებისთვის, თქვენ უნდა დახუროთ Taxify- ის აპლიკაცია ან მიუთითოთ Taxify- ის აპლიკაციაში, რომ აღნიშნული დროის მონაკვეთში არ გსურთ სატრანსპორტო მომსახურებების გაწევა.

11.4. თქვენი უფლება გამოიყენოთ მონაცემები კლენტის შესახებ. თქვენ არ უნდა დაამუშაოთ კლიენტების პერსონალური მონაცემები Taxify -ის ნებართვის გარეშე. თქვენ არ უნდა მოაგროვოთ, ჩაწეროთ, შეინახოთ, გასცეთ წვდომის უფლება, გამოიყენოთ ან ურთიერთსასარგებლოდ გამოიყენოთ კლიენტების მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ან მონაცემები რომელიც ხელმისაწვდომი გახდება პროგრამული უზრუნველყოფით

11.5. Taxify არის მთავარი პროცესორი, რომელიც ახორციელებს კლიენტების და ლიცენზიის მიმღების პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ლიცენზიის მიმღები არის უფლებამოსილი პროცესორი, რომელიც ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას Taxify -ის მოთხოვნით. პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა, წესი და პირობები წარმოდგენილია ვებგვერზე (https://www.taxify.eu/legal/). პერსონალური მონაცემების გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში, Taxify-ს აქვს უფლება გაფრთხილების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება, მოითხოვოს თქვენ მიერ პასუხისმგებლობის გადახვევით გამოწვეული ხარჯებისა და პოტენციური ზარალის ანაზღაურება (მათ შორის ბრენდის რეპუტაციის შელახვა).

12. პასუხისმგებლობა

12.1. Taxify აპლიკაციის მიწოდება ხდება "არის" და “ხელმისაწვდომიას” საფუძველზე. Taxify და მისი შვილობილი კომპანიები არ ირწმუნებიან და გარანტიას არ იძლევიან, რომ წვდომა Taxify-ს აპლიკაციასთან იქნება შეუფერხებელი და ხარვეზებისგან დაცული. რადგან Taxify-ს აპლიკაციის გამოყენება დამოკიდებულია კლიენტის ქცევაზე, Taxify და მისი შვილობილი კომპანიები გარანტიას ვერ მოგცემენ რომ თქვენი აპლიკაციის გამოყენება მოგცემთ სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის მოთხოვნას. Taxify არ არის პასუხისმგებელი Taxify აპლიკაციის სათანადო ფუნქციონირებაზე და ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შესაძლოა წარმოგექმნათ ამის შედეგად.

12.2. Taxify და/ან მისი ნებისმიერი შვილობილი კომპანია არ არიან პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალსა ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოგექმნათ თქვენ წინამდებარე ხელკშეკრულების შესაბამისად ან Taxify აპლიკაციის გამოყენებით ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ:

  • ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფულადი დანაკარგი;

  • მიუღებელი მოგება ან მოსალოდნელი დანაზოგები;

  • კლიენტების, კონტრაქტების, კონტაქტების, გუდვილის, რეპუტაციის დაკარგვა, და ნებისმიერი დანაკარგი, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას საქმიანობის შეწყვეტის შედეგად;

  • მონაცმების დაკარგვა ან მათი უზუსტობა; და

  • ნებისმიერი სხვა ტიპის დანაკარგი ან ზარალი.

12.3. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ტაქსიფაი გარანტიას არ იძლევა კლიენტს მიერ გამოგზავნილ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მოთხოვნაზე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს კლიენტი დაზუსტებით იმ პიროვნებად, რომელიც სარგებლობს კონკრეტული მომხმარებლის სახელით. Taxify ეცდება ჩამოაშოროს არასასურველი მომხმარებლები Taxify-ს აპლიკაციას, Taxify და/ან ნებისმიერი მისი შვილობილი კომპანია არ არის პასუხისმგებელი Taxify-ს აპლიკაციის გამომყენებელი კლიენტებისა და მათი თანამგზავრების ქმედებებსა ან უმოქმედობებზე და არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შესაძლოა წარმოგექმნათ კლიენტების ან მათი თანამგზავრების მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

12.4. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების და/ან ნებისმიერი სხვა მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევაზე და უნდა შეაჩეროთ და გამოასწოროთ ასეთი დარღვევა Taxify -სგან ან ნებისმიერი სახელმწიფო ან სხვა ორგანოსგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებისთანავე.

12.5. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ დანაკარგზე და/ან ზარალზე, მოგების დანაკარგზე, ხარჯზე, ჯარიმაზე, სადაც შესაძლოა Taxify და/ან ნებისმიერი მისი შვილობილი კომპანია იყოს კავშირში იმ მხრივ რომ თქვენ დაარღვიეთ ხელშეკრულების პირობები ან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მესამე პირი (მათ შორის კლიენტი) პირდაპირ და/ან არაპირდაპირ დაკავშირებლი სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან წარმოადგენს პრეტენზიას Taxify-ის წინააღმდეგ თქვენ მიერ უზრუნველყოფილ სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ ასეთ ზარალს Taxify-ს სრულად ჩვენ მიერ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.

12.6. თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებისას ან სატრენსპორტო მომსახურების გაწევისას. თქვენ ვალდებული ხართ თავს აარიდოთ ტაქსიფაის ან/და მის შვილობილ კომპანიას საგადასახადო ვალდებულება, გადასახადები, დაბეგვრა, საურავები და ჯარიმები, რომლებიც წარმოიქმნება თქვენი საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად (მათ შორის და არა მხოლოდ, საშემოსავლო გადასახადის გადახდა და სოციალური დაზღვევის გადახდა ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12.7. თუ Taxify-ს ექნება რაიმე პრეტენზია თქვენს წინააღმდეგ, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ Taxify-ს იურიდიული მომსახურების ყველა დანახარჯს, რომელიც უკავშირდება ზარალს და ამ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნებს.

13. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

13.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ საერთო პირობების ბოლოს მდებარე „რეგისტრაციის გავლის" ღილაკზე თქვენ მიერ დაწკაპუნებისთანავე. ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება კონკრეტული დოკუმენტი და თქვენ დაიწყებთ ან განაგრძობთ სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

13.2. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს Taxify -თვის სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

13.3. Taxify-ს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ლიცენზიის მიმღებისთვის სულ მცირე 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

13.4. Taxify-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება რაიმე წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ ლიცენზიის მიმღების მიერ ირღვევა წინამდებარე ხელშეკრულება და/ან ნებისმიერი მოქმედი კანონი ან რეგულაცია, რომელიც ლახავს Taxify ან მისი შვილობილი კომპანიების იმიჯს, ან ზიანს აყენებს Taxify-ის ან მისი შვილობილი კომპანიების ბრენდს, რეპუტაციას ან ბიზნესს, როგორც ამას განსაზღვრავს Taxify საკუთარი შეხედულებისამებრ. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, Taxify-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, აგიკრძალოთ ახალი ანგარიშის დარეგისტრირება, ან მიიღოს სხვა აუცილებელი ზომები, რათა შეაჩეროს თქვენს მიერ სატრანსპორტირების მომსახურებების გაწევა.

13.5. Taxify-ის ასევე შეუძლია დაუყოვნებლივ დაბლოკოს თქვენი ხელმისაწვდომობა Taxify- ის აპლიკაციაზე და სხვა მომსახურებებზე გამოძიების პერიოდში, თუ ჩვენ გაგვიჩნდება ეჭვი ხელშეკრულების დარღვევასთან ან თქვენი სახელით თაღლითური საქმიანობასთან დაკავშირებით. წვდომაზე ბლოკირება მოიხსნება, მას შემდეგ, რაც გამოძიება უარყოფს ამგვარ ეჭვებს. Taxify ვალდებულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს მხოლოდ ის უფლება, რომელიც აღწერილია წინამდებარე საერთო პირობებში.

13.6. Taxify -ს მიზანია უზეუნველყოს კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და აკონტროლოს სისტემაზე მძღოლების მოქმედება. თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მომსახურების მინიმალურ მოთხოვნებს, Taxify-მა დაუყოვნებლივ უნდა შეწვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე.

14. ცვლილებები

14.1. Taxify-ს აქვს ერთპიროვნული უფლება, შეიტანოს ცვლილებები ხელშეკრულების რომელიმე ნაწილში. ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ისინი ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, Taxify აპლიკაციის ან მძღოლის პორტალით და თქვენ გააგრძელეთ სატრანსპორტირტო მომსახურებების გაწევა, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

14.2. საერთო პირობების შესწორების მიზნით, Taxify- მა უნდა განათავსოს მისი განახლებული ვერსია ვებგვერდზე (https://taxify.eu/legal/) და გამოგიგზავნოთ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ მინიმუმ 14 (თოთხმეტი) დღით ადრე. თუ თქვენ გააგრძელებთ Taxify- ის აპლიკაციის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ და შესწორებულ პირობებს.

15. მოქმედი კანონმდებლობა და სასამრთლო იურისდიქცია

15.1. წინამდებარე ხელშეკრულება უნდა დარეგულირდეს, განიმარტოს და განხორციელდეს ესტონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ნორმების კოლიზიის ან საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ გაეროს კონვენციის გათვალისწინების გარეშე.

15.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან, იქნება ეს მის არსებობასთან, მოქმედების ვადასთან, ინტერპერეტაციასთან, განხორციელებასთან, დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მორიგებით. თუ ამ ხელშეკრულების შედეგად წარმოქმნილი დავა ვერ გადაწყდება მორიგებით, მაშინ დავა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის გადაეცემა ესტონეთის რესპუბლიკაში ტალინის ხარიუს საოლქო სასამართლოს კენტმანის სასამართლოს.

16. საკონტაქტო ინფორმაცია

16.1. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ Taxify-ს თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ და თქვენ გარანტიას იძლევით, რომ საკონტაქტო ინფორმაცია იქნება ზუსტი და განახლებული.

16.2. Taxify-ის საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდზე.

17. საბოლოო დებულებები

17.1. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება გახდება ქმედუუნარო, მხარეებმა უნდა ჩაანაცვლონ ასეთი დებულება ქმედუნარიანი დებულებით, რომელიც მიახლოებული იქნება ამგვარად ჩანაცვლებული დებულების განზრახვასა და ეკონომიკურ ეფექტთან. თუ რომელიმე მხარე ვერ განახორციელებს ან დაგვიანებით განახორცილებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობას, ეს არ ჩაითვლება ასეთ პირობაზე უარის თქმად.

17.2. თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლება ან ვალდებულება, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

17.3. წინამდებარე ხელშეკრულებით მოთხოვნილი ნებისმიერი შეტყობინება სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება თუ; (i) გადაეცემა პერსონალურად, (ii) გაიგზავნება კურიერის საშუალებით გადაცემის მტკიცებულებით, (iii) გაიგზავნება დაზღვეული ფოსტით, ან (iv) გაიგზავნება ელ-ფოსტით მიღების დადასტურებით. ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც იგზავნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება მიღებულად; (i) თუ გადაეცემა პირადად, აღნიშნული მხარისთვის გადაცემის მომენტში; (ii) თუ იგზავნება კურიერის საშუალებით, იმ დღეს, რომელიც კურიერის მიერ მითითებულია როგორც თარიღი, როცა შეტყობინების შემცველი კონვერტი გადაეცა მხარეს; (iii) თუ იგზავნება დაზღვეული ფოსტით, მეორე მხარისთვის გასაგზავნად ფოსტისთვის დოკუმენტის გადაცემიდან მე-10 დღეს; და (iv) თუ იგზავნება ელ-ფოსტით, იმ დღეს, როცა ელ-ფოსტის მიმღები მხარე ადასტურებს შესაბამის ელ-ფოსტის მიღებას ან ფოსტის გაგზავნის მე-2 კალენდარულ დღეს, იმ პირობით, რომ გამგზავნი არ მიიღებს შეცდომის შესახებ შეტყობინებას (შეტყობინებით, რომ ელ-ფოსტა არ გადაეცა მხარეს) და ფოსტა გაიგზავნა ისევ მეორე კალენდარულ დღეს და არ მიუღია მსგავსი შეცდომის შეტყობინება.

წესებისა და პირობების ძალაში შესვლის თარიღი: 28.06.2017 გამოქვეყნების თარიღი.

Taxify